Search
ან
სეზონური სალათა ატმით
30-60 წუთი
ადვილი
მსუბუქი
201-500 კკალ

გამარჯობა, მე ვარ რუსკა ღვამიჩავა - დიდი ბრიტანეთის ასოცირებული ნუტრიციოლოგი. ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი პატარა ასაკიდან ჩემი ჰობი იყო, ხოლო შემდეგ გადავწყვიტე პროფესიად მექცია. ამ პროფესიას ლონდონში დავეუფლე და ამ ქალაქმა დიდი გავლენა იქონია ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ამჟამად საქართველოში დავბრუნდი და ვცდილობ ჩემს სამშობლოში ხელი შევუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ვეხმარები, როგორ ადამიანებს თავიანთი ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ასევე კომპანიებს უკეთესი გარემოს შექმნაში.
მაქვს ინსტაგრამ ბლოგი, სადაც ვცდილობ ყოველთვის მარტივი კერძები და პროფესიონალური რჩევები გავუზიარო ჩემს გამომწერებს. ჯანსაღი კვება არანაირად არ არის რთული და არ მოითხოვს დიდ დროს განსაკუთრებული პროდუქტებით. ჩემი რაციონი მდიდარია მცენარეული კერძებით და აქედან გამომდინარე, ხშირად ვცდილობ მოვამზადო გემრიელი სალათები სეზონური არომატებით.
დღეს კი სწრაფ და მარტივ ატმის სეზონურ სალათას შემოგთავაზებთ.
 

ინგრედიენტები
2 2 ცალი მწიფე ატამი
200 200 გრ. ისპანახი ან სალათის ფურცლები
1 1 ცალი წითელი ხახვი
60 60 გრ. ნუში (მოხალული)
80 80 გრ. თხის ყველი ან ფეტა
1 1 ცალი ავოკადო
2 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 1 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი
3 3 სუფრის კოვზი ბალზამიკო
2 2 ჩაის კოვზი თაფლი
1 1 მწიკვი პილპილი
1 1 მწიკვი მარილი
საფეხური 1
პირველ რიგში მოვამზადოთ დრესინგი: პატარა ჯამში შევურიოთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, დიჟონის მდოგვი, ბალზამიკო და თაფლი.
საფეხური 2
დიდი ჯამში მოვათავსოთ ისპანახი ან სალათის ფურცლები, დავუმატოთ დრესინგი და კარგად ავურიოთ.
საფეხური 3
შემდეგ დავუმატოთ სხვა ინგრედიენტები: ფეტა (ან თხის ყველი), დაჭრილი ხახვი, ავოკადო, ატამი და ნუში.
საფეხური 4
ზემოდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ამოვურიოთ.

სერვირება

გემრიელად მიირთვით! იმედი მაქვს ისიამოვნებთ და ხშირად მოამზადებთ.