“პროფესიით ვარ მარკეტოლოგი, ვმუშაობ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან სარეკლამო კომპანიაში. კულინარიით დაინტერესებული სულ ვიყავი, ლონდონში გადასვლამ და დამოუკიდებელმა ცხოვრებამ მიბიძგა უფრო გამეფართოებინა ჩემი ინტერესი ამ მხრივ. უცხოეთში ცხოვრებამ მომცა საშუალება ბევრ საინტერესო შეფთან გამევლო კულინარიული კურსი. ამ დღისთვისაც გადავწყვიტე ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო შეფის Yotam Ottolenghi-ს რეცეპტი გამეზიარებინა თქვენთვის. ამიტომაც მოგიმზადეთ გოგრის სეზონური სალათა.” - ნუცა საბანაძე
1
1
ცალი
დიდი გოგრა
2
2
ცალი
წითელი ხახვი
1
1
ცალი
ლიმონი
5
5
გრ.
ტარხუნა
5
5
გრ.
ოხრახუში
2
2
გრ.
პიტნა
100
100
გრ.
მწვანე ოსპი
1
1
კბილი
ნიორი
5
5
მლ.
ზეითუნის ზეთი
70
70
გრ.
გირგონზოლა
დავჭრათ გათლილი გოგრა წვრილ ნაჭრებად და ხახვიც ალყა-ალყად, ავურიოთ ჯამში 3 ს.კ. ზეთთან ერთად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ღუმელში შევდგათ 160 გრადუსზე 1 საათით.
ამასობაში ოსპი დავადგათ დაბალ ცეცხლზე სანამ არ ამოშრება და მოიხარშება. ლიმონი გავწუროთ და გავხეხოთ, ცედრა და წვენი შევურიოთ ოსპს როცა მომზადდება.
ასევე ჩავაჭყლიტოთ 1 კბილი ნიორი, ჩავაჭრათ ოხრახუში, ტარხუნა, პიტნა და ზეითუნის ზეთთან ერთად კარგად ამოვურიოთ.
შემდეგ ავაწყოთ სალათა - დავდოთ ოსპი, შემდეგ გამომცხვარი ბოსტნეული და ბოლოს წვრილად დატეხილი გორგონზოლა. ბოლო შტრიხებისთვის მოვასხათ ცოტა ზეთი და მზად არის!
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი