“ვარ გასტრნომიისა და მოგზაურობის დიდი მოყვარული, ჩემი მოგზაურობების დიდი ნაწილი ახალი კერძების აღმოჩენასა და დაგემოვნებაზეა ორიენტირებული.
ყველაფერი დაიწყო იტალიის სოფლიდან, რაველოდან, სადაც ჭარბობდა იტალიური ავთენტური სამზარეულო. გავიცანი ადგილობრივი ქალბატონი (მოყვარული მზარეული), რომელმაც გამიმხილა ავთენტური კერძების მომზადების საიდუმლო.
აღნიშნულ ადგილას დავყავი რამდენიმე თვე, რის შემდეგაც გადავწყვიტე Corner by the river-ის გუნდს შევერთებოდი.
მე და ლელამ, Corner-ის დამფუძნებელმა, შევქმენით სრულიად ახალი მენიუ, რომელიც მოიცავს, როგორც ქართული სამზარეულოს ავთენტურ, ასევე სხვა კონცეპტუალურ კერძებს #foodconcept.” - ელენე ამირიძე, კაფე ქორნერის ბრენდ შეფი
1,1
1,1
კგ.
ფქვილი
500
500
მლ.
წყალი
15
15
გრ.
მარილი
1
1
კგ.
საქონლის ხორცი
350
350
გრ.
ხახვი
550
550
მლ.
წყალი
20
20
გრ.
მარილი
2
2
გრ.
დაღერღილი წიწაკ
3
3
გრ.
კვლიავი
200
200
მლ.
ნაღები
20
20
გრ.
კარაქი
5
5
გრ.
შავი წიწაკა
20
20
მლ.
ღვინო თეთრი
3
3
გრ.
მარილი
მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი დავასვენოთ 40 წუთი და კიდევ ერთხელ გადავზილოთ.
ცომი გავყოთ 4 ნაწილად, გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ სასურველი ზომის წრეები.
დავკეპოთ საქონლის ხორცი. ხახვი დავაქუცმაცოთ ძალიან წვრილად და გადავურიოთ ხორცს. შევკმაზოთ და დავასხათ წყალი. ცომში გავახვიოთ მიღებული მასა და მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.
სოუსის მოსამზადებლად ტაფაზე გავადნოთ კარაქი, ჩავყაროთ პილპილი და მარილი, ჩავასხათ ნაღები. მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავასხათ ღვინო და გამოვრთოთ.
სერვირება
თეფშზე დავასხათ სოუსი შემდეგ კი დავალაგოთ ხინკალი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი