“ცამეტი წლის ასაკში დავინტერესდი კულინარიით, ასე ვთქვათ ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა. კულინარია ჩემთვის ხელოვნებაა, ხოლო თითოეული კერძი - ხელოვნების ნიმუში.
თავდაპირველად კულინარია ჰობი იყო, თუმცა მალევე პროფესიად ვაქციე და ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში. სწავლის დასრულების შემდეგ, 18 წლის ასაკში, დიდ სამზარეულოში შევდგი ფეხი, რამაც ძალიან მომხიბლა და კიდევ უფრო შემაყვარა კულინარია.
უკვე 21-ის ვარ და უფრო აქტიურად ვარ ჩართული კულინარიაში და მეტად აღფრთოვანებული თითოეული კერძით ვიდრე 18 წლის ასაკში ვიყავი.
ამჟამად ჩემი პროფესიით ორ ობიექტზე ვმუშაობ და ყველანაირად ვცდილობ დავაგროვო ძალიან დიდი გამოცდილება და საუკეთესოდ ვაკეთო ის საქმე, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს!
დღეს გადავწყვიტე მოვამზადო დესერტი, ტარტი ქლიავით და ვაშლით, რომელიც გასინჯვისთანავე სახლურ გემოებს გაგახსენებთ, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანიც.” - სალომე სიჭინავა
180
180
გრ.
ფქვილი
2
2
ცალი
კვერცხი (ერთი მთლიანი,და ერთი გული)
115
115
გრ.
კარაქი
1
1
მწიკვი
მარილი
15
15
ცალი
ქლიავი (დიდი ზომის)
3
3
ცალი
ვაშლი (საშუალო ზომის)
3
3
სუფრის კოვზი
სახამებელი
1
1
ჩაის კოვზი
დარიჩინი (დაფქული)
2
2
სუფრის კოვზი
შავი რომი
110
110
გრ.
შაქრის პუდრი
პირველ რიგში ვამზადებთ ტარტის ცომს - ფქვილს და მარილს ვურევთ ერთმანეთში, ვამატებთ კუბებად დაჭრილ (ცივ) კარაქს და ვიწყებთ ერთმანეთში არევას, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ შემდეგ კი ვამატებთ შაქრის პუდრს და ფქვილს.
ვიწყებთ ცომის ზელას, სანამ არ შეიკვრება.
შემდეგ 10 წუთი ვასვენებთ ცომს მაცივარში.
დასვენების შემდეგ ვაბრტყელებთ ცომს და გადაგვაქვს საცხობ ფორმაში. მხოლოდ ტარტის ბაზას ვაცხობთ 170-180 გრადუსზე 15 წუთი.
გულსართის მოსამზადებლად ქლიავს ვჭრით შუაზე, ხოლო ვაშლს საშუალო ზომის კუბებად და ვუმატებთ შაქრის პუდრს, შავ რომს, სახამებელსა და დარიჩინს. კარგად ამოვურევთ და ცოტახანი ვასვენებთ რათა სითხე გამოეყოს.
გამომცხვარი ბაზა გავაგრილოთ, დავუმატოთ ხილის გულსართი და დავფაროთ ცომის თხელი ფენით.
მოვამზადოთ კვერცხის საცხი - კვერცხის გულს დავუმატოთ ცოტა წყალი და წავუსვათ ტარტს, მოვაყაროთ ცოტაოდენი შაქარი და კვლავ გამოვაცხოთ 190 C 15-20 წუთი, სანამ არ ოქროსფერი არ გახდება.
სერვირება
შეგერგოთ!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი