გავასუფთაოთ თევზი ფარფლებისა და შიგნეულობისგან. თევზს შიგნიდან წავუსვათ მარილი და ჩავდოთ 1 კონა მთლიანი მწვანილი და რგოლებად დაჭრილი ფორთოხალი.
საფეხური 2
წყალი, ცილა და მარილი - მთლიანად შევურიოთ ერთმანეთს. მარილიანი ნარევი დავდოთ ტაფაზე ერთ ზოლად. მოვათავსოთ ზოლზე თევზი და წავუსვათ ზემოდან და გვერდებზე მარილიანი ნარევი.
საფეხური 3
გამოვაცხოთ ღუმელში 50-60 წუთით 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოვიღოთ ღუმელიდან და დიდი დანის სახელურით ჩამოვტეხოთ მარილის ქერქი, შემდეგ კი გავაცალოთ თევზს კანი.
სერვირება
ორაგული დაჭერით ულუფებად და მიირთვით გარნირთან ერთად.