“პროფესიით ვარ ფინანსისტი, ახლახან დავამთავრე მაგისტრატურა და ვიდგამ ფეხს ამ სფეროში. კულინარია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია აწ უკვე 6 წელია. ყოველთვის მომწონდა კერძების მომზადების პროცესი, ბავშვობიდან ვუყურებ სხვადასხვა კულინარიულ გადაცემას და ბაკალავრზე სწავლის დროს დავიწყე დესერტების მომზადება, აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. წელს, პანდემიის პირობებში პირველად მომეცა საშუალება და ცოტა თავისუფალი დრო, რომ უფრო გამეღრმავებინა ჩემი კულინარიული შესაძლებლობები. ამავდროულად ჩემი ახლო მეგობრების დიდი სურვილით დავიწყე ჩემი რეცეპტების გაზიარება პატარა კულინარიულ ბლოგზე - Katos.food.diary - აქ შეხვდებით მრავალფეროვან კერძებს და დესერტებს, რომელსაც მთელი გულით ვუზიარებ ჩემს გამომწერებს.” - კატო ლასარეიშვილი
25
25
გრ.
შაშკვლავი
2
2
სუფრის კოვზი
წყალი
1
1
ცალი
კვერცხი
190
190
გრ.
უმაღლესი ხარისხის ფქვილი
1
1
ჩაის კოვზი
ზეითუნის ზეთი
1/2
1/2
ჩაის კოვზი
მარილი
145
145
გრ.
პომიდვრის ჩირი
1
1
ჩაის კოვზი
პომიდვრის ჩირის ზეთი
80
80
გრ.
კრემ-ყველი
25
25
გრ.
სულგუნი
1
1
მწიკვი
წიწაკის ფანტელები
3-4
3-4
ცალი
შაშკვლავის ფოთოლი
10
10
გრ.
კარაქი
2
2
კბილი
ნიორი
250
250
მლ.
ნაღები
45
45
გრ.
სულგუნი
1
1
მწიკვი
პილპილი
1
1
მწიკვი
მუსკატის კაკალი
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
25 გრამი - შაშკვლავი
2 ს.კ- წყალი
1ც. - კვერცხი
190 გრამი - უმაღლესი ხარისხის ფქვილი
1 ჩ.კ - ზეითუნის ზეთი
¼ ჩ.კ - მარილი
ჩოპერში მოათავსეთ შაშკვლავი, წყალი და ზეთი, 2-3 პულსაციით დააქუცმაცეთ. დაუმატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ, ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და მარილი.
მიიღებთ ერთიან მკვრივ ცომს. გადმოიტანეთ ფქვილ მოყრილ ზედაპირზე და დაამუშავეთ ხელით რამდენიმე წუთის განმავლობაში. გადააკარით საკვები ცელოფანი და დაასვენეთ ცომი ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით.
გულსართისთვის დაგჭირდებათ: 145 გრამი - პომიდვრის ჩირი
1 ჩ.კ - პომიდვრის ჩირის ზეთი
80 გრამი - კრემ-ყველი
25 გრამი - სულგუნი
მწიკვი მარილი
მწიკვი წიწაკის ფანტელები
3-4 შაშკვლავის ფოთოლი
დააჩოპერეთ ყველა ინგრედიენტი ერთიანი მასის მიღებამდე.
გააბრტყელეთ პასტის ცომი და ერთმანეთის მოშორებით მოათავსეთ დაახლოებით 1 ჩ.კ გულსართი. დახურეთ ცომით და დაჭერით სასურველ ფორმაზე. ამ რაოდენობის ცომით გამოგივათ 18-20 ც. რავიოლი
აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ რავიოლი 3-4 წუთის განმავლობაში.
სოუსის მოსამზადებლად გააცხელეთ ტაფა, დაუმატეთ 10 გ კარაქი და 2 კბ დაჭყლეტილი ნიორი, როგორც კი მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას დაუმატეთ 250 მლ ნაღები, რამდენიმე წუთში დაუმატეთ 45 გ სულგუნი და სანელებლები, ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
სერვირება
ღრმა თეფშში ჩაასხით სოუსი, ზემოდან დააწყვეთ რავიოლი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ფსტა და რეჰანის ფოთლები. გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი