“ბავშვობიდან მიტაცებდა კულინარია. ახლა კი ვცდილობ ძველი ქართული გემოების აღმოჩენასა და თანამედროვესთან შერწყმას. ამ კერძის ინსპირაციაც ბარბარე ჯორჯაძის XIX საუკუნის წიგნის ერთ-ერთი რეცეპტი გახდა.
მიყვარს ახალი და განსხვავებული გემოების აღმოჩენა. ამ ყველაფერთან ერთად, ცხადია მარტივიც უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანს გაუჩნდეს სურვილი მოამზადოს თავისი კერძი და ამით სიამოვნება მიიღოს. სწორედ ეს არის ჩემი ბლოგის მიზანიც.
მიყვარს ექსპერიმენტები და ჩემი შედეგით კმაყოფილი და გაოცებული სახეების ყურება”. - თეკლა მიქაბერიძე 23 წლის. ბლოგ if.ge-ს ავტორი
4
4
ცალი
ბადრიჯანი
1
1
კბილი
ნიორი
1
1
ცალი
ქათმის ფილე
400
400
გრ.
გაწურული მაწონი
50
50
გრ.
ქინძი
50
50
გრ.
პიტნა
50
50
გრ.
რეჰანი
1/2
1/2
ჩაის კოვზი
სუმახი
70
70
გრ.
კარაქი
150
150
გრ.
მჭადის ფქვილი
3
3
სუფრის კოვზი
ზეთი
1
1
მწიკვი
მარილი
1
1
მწიკვი
პილპილი
ბადრიჯანი დაჭერით გრძლად.
მოათავსეთ ჯამში და მოაყარეთ მარილი, დააყოვნეთ 30 წთ.
ქათმის ფილე დაჭერით წვრილად. დაამარინადეთ მარილში, პილპილში და სუმახში.
ცხელ ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და შეწვით ქათმის ფილე, როცა გაოქროსფრდება დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. კარგად შეწვით.
წყალ გამოცლილი ბადრიჯანი მოათავსეთ ცხელ ზეთიან ტაფაზე, შეწვით.
მჭადის ფქვილი მოათავსეთ ჯამში, დაასხით წყალი და მოზილეთ. მიეცით მრგვალი და თხელი ფორმა, ისე რომ ხელისგულზე დაგეტიოთ, შეწვით ზეთიან ტაფაზე.
დიდ ჯამში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ქათამი და მწვანეულობა.
დაამატეთ დაძენძილი ბადრიჯანი.
მოასხით გაწურული მაწონი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ მჭადის ჩიფსებზე.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი