“გავიზარდე ყველაზე ფუსფუსა და გემრიელი ხელის მქონე ბებიების გარემოცვაში. ყოველი შაბათ-კვირა ახალი კულინარიული გამოწვევებისა და თავგადასავლების იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ჩემი ასეთი სიყვარული და დაინტერესება. სანამ ბლოგი შეიქმნებოდა ჩემს პირად გვერდზე ვდებდი სხვადასხვა რეცეპტებს. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ - დროა ნატალია! მზად ხარ!. ერთ მშვენიერ საღამოსაც, მარტის მეხუთე დღეს დაიბადა ჩემი სივრცე - სიყვარულისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და რა თქმა უნდა ახალი კულინარიული თავგადასავლებისთვის. აქ შემომსვლლენო, ყველა იმედი თან იქონიეთ, რადგანაც გამოუსვლელი არაფერია... გელოდებით ჩემი მარტივი, გემრიელი და ხალისიანი ვიდეო-რეცეპტებით”. - ნატუკა ჩიკვაიძე, Dinnergoneright
500
500
მლ.
რძე
2
2
ცალი
კვერცხის გული
6
6
სუფრის კოვზი
შაქარი
2
2
სუფრის კოვზი
სიმინდის სახამებელი
1
1
ჩაის კოვზი
ვანილი
20
20
გრ.
კარაქი
250
250
გრ.
33-35% ნაღები
1
1
ჭიქა
შაქარი
0,5 + 1
0,5 + 1
ჩაის კოვზი
სოდა ძმრით
1
1
ჭიქა
ფქვილი
1
1
მწიკვი
მარილი
1
1
ცალი
ვანილის შეკვრა
200
200
გრ.
ჟოლო
მომზადება :
შევათბოთ რძე ქვაბში.
კვერცხის გულებს დავუმატოთ 6 ს.კ. შაქარი და კარგად გავხსნათ. ამის შემდეგ ვუმატებთ 2 ს/კ სახამებელს და კვლავ ვურევთ. ბოლომდე რომ გაიხსნება ვუმატებთ შემთბარი რძის ნახევარს და ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ კი ამ მასას ვაბრუნებთ ქვაბში და ვურევთ წრიული მოძრაობით შესქელებამდე. ვუმატებთ ასევე ვანილს.
შესქელებულ მასაში ვამატებთ 20 გ. კარაქს და კარგად გადავურევთ. ეს მასა უნდა გავაცივოთ სრულად.
ამასობაში ამოვიყვანოთ ნაღები და ნელ-ნელა შევურიოთ ჩვენ მიერ მოხარშულ და გაცივებულ კრემს.
ბისკვიტის მოსამზადებლად გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე, შედგით ცხიმწასმული საცხობი ყალიბი.
ამოიყვანეთ კვერცხი კარგად, ჩააყარეთ მარილი, შაქარი, სოდა ძმრით, ვანილი და ბოლოს ფქვილი.
ჩაასხით მომზადებული ცომი ცხელ ყალიბში და გამოაცხვეთ 5 წუთი.
ავაწყოთ ფენა-ფენა - კრემი, ბისკვიტი, ჟოლო...
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი