Search
ან
ტირამისუ შოკოლადის განაშით
30-60 წუთი
საშუალო
500+ კკალ

“მაშინ, როდესაც საქართველოში რთულ 90-იან წლებს გავდიოდით, არც დენი იყო და არც გაზი, ბებო და ბაბუ, იმ ყველასთვის კარგად ცნობილ ნავთის გამათბობლის დახმარებით, ახერხებდნენ ჩემს რაციონში დესერტი აუცილებლად ყოფილიყო. ბნელ სამზარეულოში სანთლით განათებული მაგიდა და მოზელილი ცომი სწორედ ის ჯადოსნური მოგონებაა, რომელმაც სამუდამოდ შემაყვარა კულინარია. კულინარიული პროფესიული ცოდნა არ მაქვს, მაგრამ ექსპერიმენტების და საყვარელი ფუდბლოგერების დახმარებით უამრავი რამ ვისწავლე. მიყვარს ჩემი 3 წლის შვილთან ერთად მზადება, რაც შესაძლოა ართულებს საქმეს, თუმცა აგრეთვე დიდი სიამოვნებაა.” - მარი ბოლქვაძე, პროდიუსერი, ტელე წამყვანი.
 

ინგრედიენტები
250 250 გრ. მასკარპონე
250 250 გრ. ნაღები 35%
4 4 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
10 10 გრ. ვანილის ფხვნილი
1 1 გრ. ლიმონი
100 100 გრ. შავი საცხობი შოკოლადი (70%)
150 150 გრ. ნაღები
150 150 გრ. ყავა
100 100 გრ. სავოიარდის ბისკვიტი
საფეხური 1
ნაღებს, შაქრის პუდრს ათქვეფთ და დაამატებთ ვანილს. თქვეფის პროცესში დაამატეთ თითო კოვზი მასკარპონე და 1 ჩ.კ ლიმონის წვენი.
საფეხური 2
ჭურჭელში სავოიარდის ბისკვიტები ჩააწყვეთ და ყავა დაასხით ისე, რომ ყველა ბისკვიტი კარგად გაიჟღინთოს.
საფეხური 3
შოკოლადის განაშისთვის საჭიროა ადუღებამდე მიიყვანოთ ნაღები, შემდგომ დაასხით შოკოლადის ფილებს, ასეთ მდგომარეობაში ტოვებთ რამდენიმე წუთით, შემდგომ კი კარგად ურევთ კოვზით.
საფეხური 4
შოკოლადის განაში წაუსვით სავოიარდის ბისკვიტებს, შემდგომ კრემი და სურვილისამებრ მოაყარეთ დახეხილი შოკოლადი და ლიმონის ცედრა. ტირამისუ შეგიძლიათ ააწყოთ როგორც ერთ მოზრდილ ყალიბში, ასევე ინდივიდუალურად თეფშზე. შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!