Search
Or
ბურგერი
30-60 Min
საშუალო
201-500 Kcal

“პროფესიით ვარ ინტერიერის დიზაინერი. კულინარია სულ მიყვარდა, მაგრამ რაც წავკისში გადავედით საცხოვრებლად უფრო და უფრო დავინტერესდი, რადგან აქ არ ამოდის გამოძახების სერვისი, რაც მენატრებოდა რესტორნის საჭმელი, ვცდილობდი სახლში მომემზადებინა ჩემი დიდი ოჯახისთვის. ამ ყველაფერს ასევე დაემთხვა პანდემიაც. მიყვარს მეგობრებისთვის მომზადება და მათი სადილად დაპატიჟება. 
ბურგერი ძალიან უყვართ ბავშვებს, ამიტომ ხშირად ვამზადებ, ამ რეცეპტს შევმატე ჩემი საიდუმლო, ყველამ ვიცით რომ კარამელიზებული ხახვი ძალიან უხდება ბურგერს, მე ვიყენებ ხახვის მურაბას “ნინოს არომატისგან”. ეს მიადვილებს პროცესს, ბევრად მარტივია ვიდრე ხახვის კარამელიზება, ამასთანავე ეს მურაბა აძლევს ძალიან მდიდრულ გემოს.” თიკო კობახიძე
 

ingredients
2 2 ბურგერის პური
500 500 გრ. საქონლის ხორცი
1 1 მწიკვი პილპილი
1 1 მწიკვი მარილი
2 2 ნაჭერი ყველი ჩედარი
1 1 პომიდორი
1 1 თავი ხახვი
4 4 მაიონეზი
3 3 კეტჩუპი
3 3 ვორჩესტერის სოუსი
1 1 დიჟონის მდოგვი
2 2 მჟავე კიტრი
2 2 ხახვის მურაბა
step 1
ბურგერის ხორცისთვის შევარჩიოთ 300 გ უცხიმო და 200 გ ცხიმიანი ხორცი, ავურიოთ მარილთან, პილპილთან და ოდნავ ვორჩესტერის სოუსთან ერთად. მოვამრგვალოთ და შევწვათ ტაფაზე.
step 2
ხორცს დავადოთ ყველი და შევწვათ ვიდრე არ დადნება.
step 3
სოუსის მოსამზადებლად ავურიოთ მაიონეზი, კეტჩუპი, ვორჩესტერის სოუსი, მდოგვი და წვრილად დაჭრილი კიტრი.
step 4
ბურგერის ასაწყობად ტაფაზე შევათბოთ პური, პურს წავუსვათ სოუსი, დავადოთ სალათის ფოთოლი, შემდეგ ხორცი, ხახვის მურაბა, პომიდორი, ხახვი, სოუსი და პური. გარნირად ვიყენებთ ახალ კარტოფილს.

How To Serve

გემრიელად მიირთვით.