Search
ან
ნიჟარები კრევეტებით, პარმეზანის და ისპანახის სოუსით
30-60 წუთი
საშუალო
500+ კკალ

“ვარ 22 წლის. ახლახან დავამთავრე სტუმარმასპინძლობის უნივერსიტეტი - Les Roches Marbella Global Hospitality Education, საიდანაც დაიწყო ჩემი კულინარიისადმი სიყვარული. ვმუშაობდი სამზარეულოში საკმაოდ დიდი ხანი, ვამზადებდი ყველანაირ კერძს, დაწყებული A la carte-დან, bistro-თი დამთავრებული. შემდეგ, ჩემი ამ სფეროს სიყვარულის გამო, შევქმენი ინსტაგრამ გვერდი @Tbilisiplacestogo, სადაც ვაქვეყნებ ყველა იმ გემრიელ კერძს და ადგილს რომელიც მომწონს და მიყვარს. ბევრი კულინარიული თავგადასავლის შემდეგ მივხვდი, რომ მომწონს კერძების მომზადება საყვარელი ადამიანებისთვის. სიამოვნებას მანიჭებს და ყოველ დღეს მიხალისებს მასპინძლობის ფუსფუსი და გემრიელი სურნელის დატრიალება სამზარეულოში.” ნუცა მიქელაძე 
 

ინგრედიენტები
200 200 გრ. Conchiglie მაკარონის ნიჟარები
350 350 გრ. კრევეტი (დაახლოებით 20 ცალი)
250-300 250-300 გრ. ისპანახი
1 1 ლიტრი რძე
150 150 გრ. გახეხილი პარმეზანი
2 2 კბილი ნიორი
10 10 გრ. პაპრიკა
5 5 გრ. მუსკატი
200 200 გრ. კარაქი
20 20 მლ. ზეითუნის ზეთი
1 1 ჭიქა თეთრი ღვინო
1/2 1/2 ცალი ლიმონის წვენი
25 25 გრ. ფქვილი
2 2 ჩაის კოვზი მარილი
1 1 მწიკვი პილპილი
საფეხური 1
მოვხარშოთ მაკარონი მარილიან წყალში 15 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
ტაფაზე გავადნოთ კარაქი 80 გ და დავუმატოთ ცოტა ზეთი. დავუმატოთ გასუფთავებული კრევეტები და საშუალო ცეცხლზე დავდგათ 1-2 წუთი. Მოვაყაროთ 1 ჩაის კოვზი პაპრიკა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი ლიმონის წვენი და ერთი ჭიქა თეთრი ღვინო. ვურიოთ 2-3 წუთი, გამოვრთოთ და დავტოვოთ თავისივე წვენში გამოყენებამდე.
საფეხური 3
ქვაბში დაბალ ცეცლზე გავალღვოთ 120 გ კარაქი, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 წუთის მანძილზე ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ 1 ლიტრი რძე და მივიყვანოთ გასქელებამდე. დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მუსკატი, 1 ჩაის კოვზი პაპრიკა, 1 ჩაის კოვზი მარილი, პილპილი და 150 გ გახეხილი პარმეზანი. მოვურიოთ კარგად და გამოვრთოთ.
საფეხური 4
ბლენდერში ჩავყაროთ 250 გ ისპანახი, 2 კბილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჭიქა წყალი, მარილი გემოვნებით და დავაბლენდეროთ ერთიანი მასის მიღებამდე.
საფეხური 5
ერთი ულუფა კერძის ასაწყობად საჭიროა: თეფშზე მოვათავსოთ პარმეზანის ბაზა (2-3 კოვზი) , ზემოდან დავადოთ 3-4 მაკარონი და ნიჟარებში ჩავალაგოთ 2-3 კრევეტი თავისივე წვენით.
საფეხური 6
ზემოდან მოვასხათ ისპანახის სოუსი და მოვაყაროთ პარმეზანი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!