Search
ან
უშაქრო, უფქვილო ტორტი

“2014 წელს რადიკალურად შევცვალე ჩემი პროფესია და საჯარო და კერძო სექტორებიდან საკონდიტრო სფეროში გადავინაცვლე.
მას შემდეგ არაერთი სამსახური გამოვიცვალე. ბოლოს სასტუმრო ,,სტამბა“-ში ვმუშაობდი, თუმცა პანდემიის გამო მომიწია შეჩერება.
სწორედ ამ ჩაკეტილობის პერიოდში დავინტერესდი კეტო დიეტით და მასთან დაკავშირებული დაბალნახშირწყლოვანი და უგლუტენო დესერტებით და პურებით. დავიწყე სახლში სელის ფქვილის პურის მცდელობებით, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და უკვე თითქმის ერთი წელია ვმუშაობ კეტომანიას გუნდთან, ჩემს მეგობრებთან ერთად და ვუძღვები საკონდიტრო და პურსაცხობ მიმართულებას. 
თითოეული პროდუქტი, ბევრი ფიქრის და მუშაობის შედეგად მივიღე და ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც შენი შექმნილი პროდუქტი, არა მხოლოდ გემრიელია, არამედ უგლუტენო, უშაქრო, უფქვილოა და ძალიან ბევრ ადამიანს (ვისაც ტკბილი დავიწყებული ჰქონდა) ახარებს. 
ასევე, მაქვს ჩემი ბლოგი და youtube არხი - Bake with Sophie, რაც არის ჩემი ჰობი, სადაც ვწერ დეტალურად ყველა დესერტის თუ პურის რეცეპტს, რასაც ვამზადებ. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს მოტივაციას ვაძლევ, სახლში უფრო ხშირად მოამზადონ.
სულ ახლახანს შევუერთდი DGF ICC GEORGIA -ს გუნდს და ველოდები ბევრ სიახლესა და პროფესიულ განვითარებას.” - სოფო შუბითიძე “კეტომანიას“ შეფ-კონდიტერი, საკონდიტრო ბლოგის Bake with Sophie-ს შემქმნელი. 
 

ინგრედიენტები
150 150 გრ. ნუშის ფქვილი
80 80 გრ. ქოქოსის ზეთი
200 200 გრ. ერითრითოლი
3 3 ცალი კვერცხი
12 12 გრ. გამაფხვიერებელი
350 350 გრ. კრემ-ყველი
200 200 გრ. არაჟანი
10 10 გრ. ლიმონის წვენი
45 45 გრ. ჟელატინის ფხვნილი
200 200 გრ. ნაღები 35%
80 80 გრ. მოცვი
80 80 გრ. ლიმონი
80 80 გრ. კივი
1 1 გრ. პექტინი NH
საფეხური 1
ხილის ტორტი, კრემ-ყველის კრემით და ლიმონის ჟელეს დაფარვით - დესერტი შაქრის, ფქვილის და გლუტენის გარეშე. გაფორმება: სურვილისამებრ ყველანაირი ხილი. თუ გნებავთ, მოცემული დაბალნახშირწყლოვანი, უშაქრო, უფქვილო და უგლუტენო ტორტი იყოს კეტო დიეტაზე მორგებული,მოცემული ხილი ჩაანაცვლეთ : მარწყვით, ჟოლოთი და მოცვით. ნუშის ბისკვიტი: ნუშის ფქვილი - 150 გ გამაფხვიერებელი - 12 გ ქოქოსის ზეთი - 80 გ კვერცხი - 3 ც ერითრითოლი - 40 გ მომზადების ტექნოლოგია: კვერცხი კარგად გავთქვიფოთ ერითრითოლთან ერთად, დავამატოთ გამდნარი ქოქოსის ზეთი, ბოლოს ნუშის ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოვურიოთ რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. გადავანაწილოთ 2 ფირფიტაზე. გამოცხობა 160 გრადუსი ცელსიუსი - 10-12 წთ. ახლადგამომცხვარი ბისკვიტიდან ამოვჭრათ 16 სმ/დმ ის 4 ცალი დისკი და გავაგრილოთ.
საფეხური 2
კრემ-ყველის კრემი: კრემ-ყველი - 350 გ არაჟანი - 200 გ ერითრითოლი - 30 გ ლიმონის/ლაიმის წვენი - 10 გ ჟელატინის პუდრი - 5 გ ცივი წყალი - 10 გ ნაღები ამოყვანილი - 200 გ მომზადების ტექნოლოგია: დავალბოთ ჟელატინი ცივ წყალში. ამოვიყვანოთ ნაღები და დავარეზერვოთ. კრემ-ყველი და არაჟანი გავთქვიფოთ ერითრითოლთან ერთად. კრემის 10 % გადმოვიტანოთ დამბალი ჟელატინის მასაში და შეჩვევის პრინციპით გავადნოთ მიკროტალღურ ღუმელში, თან მოვურიოთ რომ ჟელატინი თანაბრად გადნეს. ჟელატინიანი მასა დავაბრუნოთ კრემ-ყველის მასაში, მოვურიოთ. ბოლოს, დელიკატურად მივაწოდოთ ამოყვანილი ნაღები და მივიღებთ ერთგვაროვან კრემს.
საფეხური 3
კივის კონფი: კივი - 80 გ ერითრითოლი - 15 გ პექტინი NH - 1 გ კივი დავჭრათ წვრილ კუბებად. ერითრითოლი და პექტინი გავაერთიანოთ და შევურიოთ კივს. ვადუღოთ 10 წთ და დავაბლენდეროთ. ამავე პრინციპით ვამზადებთ ნებისმიერი ხილის კონფის. ლიმონის ჟელე: ჟელატინის პუდრი - 40 გ წყალი ცივი - 300 მლ ერითრითოლი - 50 გ ლიმონის წვენი - 40 გ წყალი ცხელი - 600 მლ მომზადების ტექნოლოგია: ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში, 15-20 წთ გავაჩეროთ. 600 მლ წყალი ავადუღოთ, შევურიოთ ერითრითოლი, ლიმონის წვენი და დავასხათ დამბალი ჟელატინის მასას. გავაგრილოთ და ისე მოვიხმაროთ.
საფეხური 4
ტორტის აწყობა: ნუშის ბისკვიტი მოვათავსოთ 16 სმ. დიამეტრის ყალიბში და გადავანაწილოთ კრემი. გადავასწოროთ და დავიტანოთ სასურველი კონფი. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ ერითრითოლზე მომზადებული, ლიმონის, მოცვის და კივის კონფი. შემდეგ ისევ ბისკვიტი, კრემი, კონფი და ასე ავაწყოთ ბოლომდე. გადავლესოთ კრემით. შევინახოთ მაცივარში 1 სთ. გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ სასურველი ხილი, გადავანაწილოთ ტორტის ზედაპირზე და გვერდებზე. კვლავ შევინახოთ მაცივარში 2 საათით. 16 სმ/დმ-იანი ტორტი, ჩავდოთ 20 სმ.დმ-ის ყალიბში და ამოვაკრათ სამზარეულოს პლასტიკი ძალიან მყარად. ჩავასხათ მომზადებული ლიმონის ჟელე და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.

სერვირება

გემრიელად მიირთვით.

ექსპერტის რჩევები