Search
ან
სტეიკი “ო პუავრი”
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
500+ კკალ

“რამდენიმე წლის წინ, პროფესიით მხატვარ-დიზაინერმა გადავწყვიტე საქმიანობა შემეცვალა და ჩემი ჰობი, კულინარია პროფესიად მექცია… მივიღე კულინარიული განათლება. 2018 წელს გამიჩნდა იდეა და გავაკეთე  სწრაფი კვების ობიექტი “სტეიკ სენდვიჩ ბარი”. მომხმარებელს ვთავაზობ სწრაფ, ჯანსაღ კვებას - გრილზე მომზადებული ხორცის თბილ სენდვიჩებს” - რუსა ჩოფიკაშვილი
 

ინგრედიენტები
350 350 გრ. საქონლის ანტრეკოტი
300 300 გრ. კარტოფილი
200 200 გრ. მწვანე ლობიო
100 100 გრ. მოცარელა ან ფრანგული ყველი ტომ დუვერნი
100 100 გრ. ნაღები
50 50 გრ. კარაქი
50 50 გრ. ხახვი
20 20 გრ. ნიორი
50 50 მლ. კონიაკი
50 50 მლ. ზეითუნის ზეთი
5 5 გრ. სურნელოვანი წიწაკა
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი პილპილის მიქსი
საფეხური 1
გახურებულ გრილზე მოვათავსოთ საქონლის ანტრეკოტი, ფუნჯით გადავუსვათ გამდნარი კარაქი (30 გ), დავაყაროთ მარილი, პილპილი, დაახლოებით 5 წუთში გადმოვაბრუნოთ და კვლავ წავუსვათ კარაქი, მარილი და პილპილი, როდესაც ხორცი ორივე მხრიდან მოიბრაწება, მოვათავსოთ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით 200 გრადუსზე.
საფეხური 2
ალიგოს მოსამზადებლად მოვხარშოთ კარტოფილი, დავუმატოთ კარაქი (20 გ), ნაღები, ნიორი და მოცარელა. ვაყოვნებთ ქურაზე და აქტიურად ვურევთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას, მარილი გემოვნებით.
საფეხური 3
გახურებლ ტაფაზე ვასხამთ ზეითუნის ზეთს, დახეხილ ნიორს ვაყრით მწვანე ლობიოს, მარილს და პილპილს გემოვნებით.
საფეხური 4
სოუსის მოსამზადებლად ვშუშავთ ხახვს, ვაყრით სურნელოვან წიწაკას, ვასხამთ კონიაკს, ვაცდით და შემდეგ ვუმატებთ ნაღებს და მარილს გემოვნებით.

სერვირება

სტეიკი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავალაგოთ თეფშზე, ალიგოსთან და მწვანე ლობიოსთან ერთად, მოვასხათ სოუსი.