Search
ან
Ხბოს არტალა კარამელიზებული ბოსტნეულით და გამომცხვარი კომშით
30-60 წუთი
საშუალო
500+ კკალ

“22 წლის ასაკში ჩემი ბავშვობის სიყვარულს ფრთები შევასხი, მივატოვე სწავლა და დიდ სამზარეულოში შევდგი ფეხი, კერძების მომზადება და პროცესის ცქერა ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით მავსებდა, თუმცა სამზარეულო სულ სხვა რამ აღმოჩნდა. მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმეა და მას შემდეგ მუხლჩაუხრელად ვშრომობ, რომ ჩემი ხარისხი და მოთხოვნა გავზარდო. Პირველი ჭრილობაც მახსოვს და პირველი ადუღებული ზეთის შხეფებიც, თუმცა მსგავს წინაღობებს არასდროს შევუშინებივარ და მხოლოდ ჭრილობის შესახვევად თუ გავჩერებულვარ... სამზარეულო ჩემი სამყაროა” - ირაკლი მაკასარაშვილი 
 

ინგრედიენტები
600 600 გრ. ახალი კარტოფილი
30 30 გრ. სტაფილო
30 30 გრ. სატაცური
30 30 გრ. Წითელი ჭარხლის მიკრო ღივები
5 5 გრ. რუკოლას მიკრო ღივები
5 5 გრ. წითელი წიწაკა
2 2 პომიდორი ჩერი
1 1 კომში
20 20 გრ. სოკოს მარინადი
5 5 გრ. მარილი
5 5 გრ. პილპილი
3 3 დარიჩინის ჩხირი
4-5 4-5 ანისის ვარსკლავი
1 1 მწიკვი მუსკატი
1 1 მწიკვი დაფქული მიხაკი
4-5 4-5 დაფნის ფოთოლი
1 1 თაფლი
1 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
30 30 გრ. კარაქი
საფეხური 1
მოვხარშოთ ხორცი დარიჩინის ჩხირთან, ანისის ვარსკვლავთან, დაფნის ფოთოლთან, შავი პილპილის მარცვლებთან და წითელ წიწაკასთან ერთად, დაახლოებით 30-40 წუთი. მოხარშულ ხორცს ფუნჯით წავუსვათ თაფლის და სოიოს ნარევი, მოვაყაროთ მარილი, მოვათავსოთ გრილზე და გამოვაცხოთ ღუმელში დასრულებამდე - 15-20 წუთი, 220 გრადუსზე.
საფეხური 2
კომში გავჭრათ, ამოვაცალოთ გული, დავუმატოთ დარჩინი, ანისის ყვავილი, დაფქული მიხაკი, დავჩხვლიტოთ დანით, შევფუთოთ ფოლგაში და გამოვაცხოთ ღუმელში 160 გრადუსზე, 30-40 წთ. Გამომცხვარი კომში დავჭრათ სიგრძეზე, თხელ ნაჭრებად.
საფეხური 3
პიურესთვის ვხარშავთ კარტოფილს მზადყოფნამდე. Კარგად მოხარშულ კარტოფილს ვაზავებთ რძით, კარაქით და მწიკვი მუსკატის კაკლით.
საფეხური 4
ახალ კარტოფილს, სტაფილოს და სატაცურს ვწვავთ ცოტაოდენ ზეთში, ვაკეთებთ კარამელიზაციას 1 ს.კ თაფლით, მწიკვი მარილით და 1 ჩ.კ ვაშლის ძმრით, ბოლო 2 წუთი ტაფაზე ვამატებთ 10 გრამ კარაქს.

სერვირება

სერვირება - დაფაზე ან თეფშზე მოვათავსოთ შემწვარი ხორცი, 3 ნაჭერი კომში, 50 გ პიურე, კარამელიზებული ბოსტნეული, 2 პომიდორი, სოკო და მიკრო ღივები.