Search
ან
ლეღვის სალათი
0 - 30 წუთი
ადვილი
მსუბუქი
201-500 კკალ

“მე ვარ ელენე, პროფესიით მუსიკოსი, მომღერალი და პიანისტი. ბავშვობიდან მიყვარს კულინარია, ოჯახში ყველა ძალიან კარგად ამზადებს, განსაკუთრებით დედა და დეიდა, ყოველთვის ვუყურებდი მათ და ვსწავლობდი, მახსოვს პირველად 7 წლის ვიყავი, სამზარეულოს კარი ჩავკეტე რომ არავინ შემოსულიყო და დამოუკიდებლად გამოვაცხვე პატარა ტარტალეტები, როგორც მახსოვს ყველამ სიამოვნებით მიირთვა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სანამ სწავლა არ დავამთარვე არასდროს მქონდა დრო კულინარიისთვის, ახლა უკვე მაქვს ჩემი კულინარიული ინსტაგრამ-ბლოგი, სადაც ხალხს ვუზიარებ ჩემს რეცეპტებს და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვფიქრობ რომ ეს უკვე ჰობი აღარ არის და უფრო სერიოზულად მინდა შევისწავლო ეს დარგი.” - ელენე ვახანია

ინგრედიენტები
400 400 მლ. თეთრი ღვინო
1 1 ფორთოხალი
4 4 გრ. ვანილი
4 4 გრ. დარიჩინი
2 2 გრ. კარდამონი
2 2 შაქარი
10 10 ლეღვი
1 1 დიჟონის მდოგვი
1 1 ზეითუნის ზეთი
1 1 თეთრი ღვინის ძმარი
1 1 სიროპი
100 100 გრ. ყველი ფეტა
50 50 გრ. ნიგოზი
საფეხური 1
პირველ რიგში ვამზადებთ მარინადს ლეღვისთვის.
საფეხური 2
300-400 მლ თეთრი ღვინო და 1 საშუალო ზომის ჭიქა წყალი ჩავასხვათ ქვაბში, დავუმატოთ 1 ფორთოხლის წვენი და ცედრა, 4 გრ ვანილი, დარიჩინი და კარდამონი, 2 ს.კ შაქარი.
საფეხური 3
დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ 15 -20 წთ. შემდეგ ჩავალაგოთ მთლიანი ლეღვები (რაოდენობა სურვილის მიხედვით) და გავაჩეროთ 10-15 წთ. ცალკე მოვამზადოთ დრესინგი:
საფეხური 4
1ს.კ დიჟონის მდგოვი, 1ს.კ ზეითუნის ზეთი, 1.ს.კ თეთრი ღვინის ძმარი, 1.ს.კ სიროპი (მურაბის წვენი, ლეღვის ან თეთრი ბლის) - ყველაფერი კარგად ავურიოთ.
საფეხური 5
ბოლო ეტაპი არის სალათის აწყობა: სალათის ფურცლებს მოვასხათ დრესინგი. დავალაგოთ დაჭრილი ლეღვი და ყველი ფეტა. ზემოდან მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!