Search
ან
ონიგირი
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
500+ კკალ

“კულინარიით ბავშვობიდან ვარ გატაცებული, სიამოვნებას მანიჭებს მზადების პროცესი, ოჯახის წევრების და მეგობრების გამასპინძლება. ყოველთვის ვცდილობ მოვამზადო რაღაც ახალი და საინტერესო. ონიგირი იაპონიაში ცხოვრების დროს აღმოვაჩინე და მალევე გახდა ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძი. 
ეს ბრინჯის ბურთებია, რომელიც ძალიან პოპულარულია იაპონიაში, განსაკუთრებით ლანჩის დროს. გემრიელია და მარტივი მოსამზადებელი, მრავალფეროვანი გულსართით, რომელიც მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ჩემს შვილს ძალიან უყვარს ეს კერძი, მეხმარება მომზადებისას და სკოლაში წასახემსებლადაც სიხარულით მიაქვს” - ნინი კვირჭიშვილი
 

ინგრედიენტები
3 3 ცალი ნორის ფურცელი
500 500 გრ. სუშის ბრინჯი
1 1 ცალი კონსერვირებული თინუსი მარილწყალში
3 3 სუფრის კოვზი იაპონური მაიონეზი
2 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
50 50 გრ. ტობიკო
1/4 1/4 სუფრის კოვზი ვასაბი
200 200 გრ. კრემ-ყველი
1 1 ცალი ავოკადო
100 100 გრ. სეზამის მარცვალი
საფეხური 1
პირველ რიგში მოამზადეთ ბრინჯი - გარეცხეთ გამდინარე წყალში, მანამ სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. ბრინჯი ჩაყარეთ 1 ლიტრ ადუღებულ წყალში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, თავდახურულ ქვაბში.
საფეხური 2
ვამზადებთ ორი სახეობის ონიგირის. ონიგირი თინუსით - გადაწურეთ თინუსი და გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ სოიოს სოუსი, ვასაბი, მაიონეზი და კარგად მოურიეთ. დაისველეთ ხელი წყლით, შემდეგ მარილით, ხელისგულზე დაიდეთ ბრინჯი და დაუმატეთ გულსართი, მიეცით სამკუთხედის ფორმა, კარგად დაპრესეთ, რომ ფორმა შეიკრას და არ დაიშალოს.
საფეხური 3
ნორის ფურცლები შეგიძლიათ დაჭრათ სასურველ ზომებზე, შეგიძლიათ მთლიანად შემოახვიოთ ბრინჯს, ან მხოლოდ ქვემოდან ამოუკეცოთ. მოაყარეთ ტობიკო და მზად არის.
საფეხური 4
მეორე სახეობის ონიგირის გულსართისთვის აურიეთ დაჭრილი ავოკადო და კრემ-ყველი.
საფეხური 5
ჩადეთ ბრინჯის გულში და გაიმეორეთ იგივე მოქმედება, რაც პირველ სახეობასთან.
საფეხური 6
ამოავლეთ წინასწარ მოხალულ სეზამის მარცვლებში.

სერვირება

გემრიელად მიირთვით.