Search
ან
ატმის სალათი ნიგვზით და რეჰანით
0 - 30 წუთი
ადვილი
მსუბუქი

ვარ 26 წლის შეფ-მზარეული. ღრმა ბავშვობიდან მიტაცებს კულინარია და ვთვლი, რომ კულინარიამაც ამირჩია. გამოცდილება მივიღე ბევრ წარმატებულ შეფ მზარეულთან, როგორც გერმანიაში, ისე ავსტრიაში. 
მიზნად დასახული მაქვს სიახლეები შემოვიტანო ქართულ გასტრონომიულ კულტურაში და ასევე გავაცოცხლო ბებია-ბაბუების ძველი კერძები, ჩემი ახლებური ხედვით. მსურს ხალხს ჰქონდეს საშუალება თავად განსაზღვროს კერძის ხასიათი და ემოციური დონე, აირჩიოს რა უფრო მეტად სასიამოვნოა მათთვის და რა უფრო პატივსაცემი. ჩემი კერძების ვიზუალი და გემო ინსპირირებულია მრავალფეროვანი თემატიკით, ძირითადად ეს არის ტრადიცია და ახალი გემოები, მათი არასტანდარტული და ზოგჯერ წარმოუდგენელი თავსებადობაც კი.

ინგრედიენტები
150 150 გრ. ატამი
10 10 გრ. წიწმატი
20 20 გრ. რეჰანი
40 40 გრ. ნიგოზი
10 10 გრ. ქინძი
10 10 გრ. ნიორი
5 5 გრ. მდოგვი
5 5 გრ. მაისის ყვავილების თაფლი
5 5 გრ. რუკოლა
1 1 ლაიმი
საფეხური 1
ყველა მწვანილს ხელით ვაქუცმაცებთ სასურველ ზომაზე, ნიორს ვჭრით ცოცხლად და ვურევთ, ნიგოზს ვნაყავთ ან ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში, ვამატებთ ატამს და ვაწურავთ ლაიმს.
საფეხური 2
დრესინგისთვის ერთმანეთში ვურევთ თაფლს და მდოგვს.
საფეხური 3
დრესინგს ვასხამთ სალათს სერვირებისას.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!

თეგები

რჩევები