Search
ან
ლუდში მოხარშული საქონლის ხორცი ბოსტნეულით
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე

დიმიტრი ოგანეზოვი უკვე ათი წელია გასტრონომიულ სფეროში მოღვაწეობს - “პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი რესტორან “პურის სახლში”. შემდეგ გავემგზავრე რუსეთში ზამთრის ოლიმპიადაზე სამუშაოდ. 2 წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი კუნძულ კვიპროსზე, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, შევისწავლე მედიტერანული, არაბული სამზარეულოები, დავეუფლე სუშის მომზადების ტექნოლოგიას. საქართველოში ბოლო ორი პროექტი, რომლის გახსნაშიც მივიღე მონაწილეობა როგორც შეფმა, არის “ლაგაზა ვაინ ბარი” და სასტუმრო “იბის თბილისი სტადიუმი.”

ინგრედიენტები
1 1 კგ. საქონლის ხორცი
150 150 გრ. ხახვი
250 250 გრ. ბადრიჯანი
100 100 გრ. ბულგარული წიწაკა წითელი
100 100 გრ. ბულგარული წიწაკა მწვანე
250 250 გრ. პომიდორი
200 200 გრ. კარტოფილი
500 500 მლ. ლუდი
1 1 დაფნის ფოთოლი
2 2 ნიორი
10 10 გრ. რეჰანი
10 10 გრ. ქინძი
10 10 გრ. ოხრახუში
50 50 მლ. მზესუმზირის ზეთი
30 30 გრ. კარაქი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი პილპილი
საფეხური 1
გახურებულ ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავდოთ კარაქი, დაფნის ფოთოლი და ჩავყაროთ კუბებად დაჭრილი საქონლის ხორცი, სასურველია ავარჩოთ ძვლიანი ნაჭერი, მაგალითად კისრის.
საფეხური 2
ვთუშოთ 5 წუთი, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ხახვი. როდესაც ხახვი ოქროსფერი გახდება დავასხათ ლუდი, წამოვადუღოთ თავახდილი და ვადუღოთ 5 წუთი, შემდეგ გადავდგათ ნელ ცეცხლზე, მჭიდროდ დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ 45 წუთი, სანამ სითხე არ შესქელდება და ხორცი არ დარბილდება.
საფეხური 3
ხორცის მომზადების პარალელურად შევწვათ ბოსტნეული. ბულგარული წიწაკები და ბადრიჯანი დავჩხვლიტოთ დანით. დავალაგოთ ღია ცეცხლზე კარტოფილთან და პომიდორთან ერთად, შევბრაწოთ ყველა მხრიდან სანამ კანი არ გაშავდება და კარგად გამოცხვება. კარტოფილს შესაძლოა ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, ან შეიფუთოს ფოლგაში.
საფეხური 4
ბოსტნეულს მოვაშოროთ დანახშირებული კანი და დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად. დაჭრილი ბოსტნეული გადავიტანოთ ხორციან ქვაბში და ვთუშოთ 10 წუთი. ბოლოს ვამატებთ დაჭრილ მწვანილს და ნიორს, მარილი და შავი პილპილი თქვენი გემოვნებით.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!