Search
ან
ხაჭოს პასკა
60+ წუთი
საშუალო
მსუბუქი
ინგრედიენტები
600 600 გრ. ხაჭო 6%-იანი
200 200 გრ. არაჟანი 20%-იანი
200 200 გრ. შაქრის პუდრი
150 150 გრ. კარაქი
1 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 1 ცალი ლიმონის ცედრა
100 100 გრ. შოკოლადის მარცვალი (ქიშმიში ან ცუკატი)
50 50 გრ. ნუშის ფანტელი
საფეხური 1
ნუშის ფანტელი რამდენიმე წუთით გამოაშრეთ ღუმელში 180 გრადუსზე. შაქრის პუდრი გაცერით. დარბილებული კარაქი და პუდრი ათქვიფეთ, დაუმატეთ ვანილი და ცედრა.
საფეხური 2
ხაჭო გაატარეთ საცერში ორჯერ და დაუმატეთ არაჟანი, ან დააბლენდერეთ არაჟანთან ერთად. კარაქის და ხაჭოს მასა შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ შოკოლადი და ნუში. მომზადებულ მასას ასევე შეგიძლიათ დაამატოთ კულიჩის სანელებლები თქვენი სურვილით - დარიჩინი, ილი, მიხაკი, მუსკატი.
საფეხური 3
დოლბანდი გარეცხეთ და კარგად გაწურეთ. სამმგაგი ფენა ფოლბანდი ჩააფინეთ საწურში, გაანაწილეთ ხაჭოს მასა, შეფუთეთ, დაადეთ სიმძიმე და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით.
საფეხური 4
პერიოდულად გადაუწურეთ სითხე.

სერვირება

შეგიძლიათ მოასხათ ორთქლის აბაზანაზე დამდნარი შოკოლადი ან მორთოთ თხილით და სხვადასხვა ჩირით.

თეგები