Search
ან
სააღდგომო ფუნთუშები
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
ინგრედიენტები
500 500 გრ. პურსაცხობი ფქვილი
10 10 გრ. სწრაფი მოქმედების მშრალი საფუარი
5 5 გრ. მარილი
80 80 გრ. შაქარი
1 1 ცალი ლიმონის ცედრა
1 1 სუფრის კოვზი დარიჩინი
1/3 1/3 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა
1/3 1/3 ჩაის კოვზი მიხაკი
1/3 1/3 ჩაის კოვზი ჯავზი
300 300 მლ. რძე
40 40 გრ. კარაქი
1 1 ცალი კვერცხი
150 150 გრ. ქიშმიში
75 75 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
2 2 სუფრის კოვზი გარგრის ჯემი ან ნაპაჟი
საფეხური 1
ჯვრიან ფუნთუშებს ტრადიციულად დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და კანადაში აღდგომის წინა კვირას აცხობენ. დიდ ჯამში მოათავსეთ 500 გრ ფქვილი, საფუარი, მარილი, ლიმონის ცედრა, შაქარი და ყველა სანელებელი, მსუბუქად აურიეთ. გაადნეთ კარაქი და შეათბეთ რძე. ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი. ფქვილიან ჯამში ჩაასხით კარაქი, რძე და კვერცხი. დაიწყეთ ცომის მოზელა, ზილეთ დაახლოებით 10 წუთი. ჯამი შეფუთეთ გრინით და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათით. ცომი უნდა გაიზარდოს მოცულობაში ორჯერ.
საფეხური 2
ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე, დაუმატეთ ქიშმიში და კარგად გადაზილეთ. გაყავით 12 ნაწილად. ეცადეთ თანაბარი ზომის გუნდები გამოგივიდეთ, კარგად მოამრგვალეთ, დაიხმარეთ ფქვილი. ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გაანაწილეთ ცომის გუნდები 2 სანტიმეტრის დაშორებით. გადააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად 30-40 წუთი.
საფეხური 3
გააცხელეთ ღუმელი 210 გრადუსზე. 75 გრ ფქვილის და 100 გრ წყლისგან გააკეთეთ პასტისებური, თხევადი მასა. დაასხით საკრემავ ტომარაში ვიწრო თავით და დაახატეთ ჯვრები აფუებულ ფუნთუშებს. გამოაცხვეთ 25-35 წუთი ან შეწითლებამდე.

სერვირება

შეათბეთ გარგრის ჯემი ან ნაპაჟი და გადაუსვით თბილ ფუნთუშებს. მიირთვით კარაქთან ერთად.