ფუდ ფოტოგრაფი და კულინარიული ბლოგის Foodography-ს ავტორი ნინო მეგრელიძე პროფესიით ფრანგული ენის ფილოლოგია - “8 წლის წინ შევქმენი ეს ბლოგი, ხშირად ვამბობ, რომ ჩემი მეოთხე შვილია. ხარისხიანი კონტენტის შექმნას ბევრი დრო და რესურსი სჭირდება სინამდვილეში, თუმცა ამას ყოველთვის დიდი სიხარულით ვაკეთებ, რაშიც მკითხველების პოზიტიური უკუკავშირი მეხმარება.
ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი რეცეპტები ძალიან მარტივია, წაიკითხავ და ფიქრობ - ამას ხომ მეც მოვამზადებ! მართლაც ასეა, მე თვითონ ვცდილობ გავიმარტივო საქმე სამზარეულოში, დავხარჯო ნაკლები დრო, მოვიხმარო ნაკლები ჭურჭელი, რომ შემდეგ თავისუფალი დრო სხვა საყვარელი საქმეების კეთებას დავუთმო. ყველა რეცეპტი, რომელიც ბლოგზეა, რეალურად გამოცდილი, მაქსიმალურად გამარტივებული, გემრიელი და ჯანსაღია”.
150
150
გრ.
მოხარშული მუხუდო
1
1
ცალი
მწიფე ავოკადო
1/2
1/2
ცალი
ლიმონის წვენი
1
1
სუფრის კოვზი
ზეითუნის ზეთი
1
1
მწიკვი
მარილი
1
1
გრ.
პილპილი
1
1
სუფრის კოვზი
ცოცხალი ქინძის ფოთლები
მუხუდო ერთი ღამით დაალბეთ წყალში, გადაწურეთ, ხელახლა დაასხით წყალი და ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. ან შეიძინეთ კონსერვირებული, მოხარშული მუხუდო.
ჩოპერში დაატრიალეთ მოხარშული მუხუდო, ავოკადო, ლიმონის წვენი, ზეთი, მარილი, პილიპილი, და ქინძის ფოთლები. ჰუმუსი იდეალური წასახემსებელია ვარჯიშის შემდეგ, რადგან ცილებითაა მდიდარი, არაფერს დააშავებთ თუ გვიან ღამითაც მიირთმევთ.
უხდება ბოსტნეულს და უსაფუარო ლავაშს.
სერვირება
ლავაშს წაუსვით ჰუმუსი, დაალაგეთ დაჭრილი ქათმის ფილე და ნებისმიერი ბოსტნეული რაც მოგეპოვებათ, გადაახავიეთ რულეტად და გემრიელად მიირთვით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი