ნიკას სამზარეულოში მოღვაწეობა 9 წლის წინ, საბერძნეთში დაიწყო.
“სამზარეულოში გავიარე ყველა ეტაპი, ჭურჭლის მრეცხავიდან - შეფ მზარეულამდე. საბერძნეთში ვმუშაობდი ბევრ კარგ რესტორანში, მათ შორის წლის რესტორნის ვარსკვლავის მქონე კვების ობიექტებში, მიწვეული ვიყავი სხვადასხვა ქვეყნებში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიმუშავე თბილისის რამდენიმე ცნობილ რესტორანში, ბოლო ორი წელია ვარ მელოგრანოში. მიყვარს იტალიური სამზარეულო და რა თქმა უნდა ჩვენი, ქართული.
მუდმივად ვცდილობ განვვითარდე, შევქმნა ახალი კერძები, გემოები. უზომოდ ვარ შეყვარებული ჩემს პროფესიაზე, სამომავლოდ ვფიქრობ საკუთარი რესტორნის გახსნას, სადაც გავაგრძელებ პროფესიულ განვითარებას”.
300
300
გრ.
უმაღლესი ხარისხის ფქვილი
13
13
ცალი
კვერცხის გული
1000
1000
გრ.
ჭარხალი
150
150
გრ.
სპეკი ან პროშუტო
150
150
გრ.
თეთრი ხახვი
30
30
მლ.
ზეითუნის ზეთი
3
3
გრ.
მარილი
2
2
გრ.
პილპილი
300
300
გრ.
რიკოტა
100
100
გრ.
პარმეზანი
30
30
გრ.
კარაქი
30
30
გრ.
სპეკი ან პროშუტო
20
20
გრ.
ფინიკი
5
5
გრ.
კედრის კაკალი
40
40
მლ.
თეთრი მშრალი ღვინო
15
15
გრ.
რუკოლა
400 გრ ჭარხალი გავრეცხოთ, გავახვიოთ ალუმინის ფურცელში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთი.
გამომცხვარი ჭარხლისგან გავწუროთ წვენი.
მოვზილოთ პასტის ცომი, შევურიოთ ერთმანეთს 300 გრ ფქვილი, 12 კვერცხის გული და ჭარხლის წვენი. ცომმა უნდა დაისვენოს მაცივარში 2 საათი.
600 გრ ჭარხალი და 150 გრ ხახვი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად, მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე 150 გრ სპეკთან ერთად. მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 45 წუთი.
მასა შევაგრილოთ, დავაბლენდეროთ და გავწუროთ საწურზე, რომ ზედმეტი სითხე გამოეყოს.
მხოლოდ ამის შემდეგ შევურიოთ რიკოტა, გახეხილი პარმეზანი და 1 კვერცხის გული. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ მარილი და პილპილი.
ცომს ვაბრტყელებთ პასტის გასაბრტყელებელ აპარატში. დაახლოებით ½ ჩ.კ ოდენობის გულსართს მოვათავსებთ გაბრტყელებულ ცომზე, დავხურავთ ცომით და დავჭრით სპეციალური ფიგურული საჭრელით.
რავიოლი იხარშება ადუღებულ, მარილიან წყალში 3-4 წუთის განმავლობაში.
ასევე, შესაძლებელია გაყინვაც - ცალ-ცალკე იყინება თითოეული რავიოლი, რომ არ შეეწებოს ერთმანეთს, უკვე გაყინული შეგიძლიათ მოათავსოთ კონტეინერში და შეინახოთ 1 კვირა.
1 პორციის სერვირება
მოვხარშოთ 150 გრ რავიოლი. 20 გრ დაჭრილი სპეკი მოვბრაწოთ კარაქში, დავამატოთ დაჭრილი ფინიკი, კედრის კაკალი და დავაყოვნოთ ცეცხლზე 2-3 წუთი. დავასხათ ღვინო და ვშუშოთ ალკოჰოლის აორთქლებამდე. მოხარშული რავიოლი გადავიტანოთ ტაფაზე, გადავაყოლოთ ცოტა პასტის წყალიც. ყველაფერი ერთად ვშუშოთ ტაფაზე კიდევ 3-4 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავაყაროთ უხეშად დაჭრილი რუკოლა, ამოვურიოთ.
სერვირება
მზა კერძი გადმოვიტანოთ თეფშზე და დავამატოთ ცოტაოდენი ცოცხალი რუკოლა, კედრის კაკლები, რიკოტა და ლაიმის ცედრა.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი