ვცხოვრობდი მოსკოვში 13 წლამდე, საქართველოში ჩამოსვლისთანავე კულინარიით დავინტერესტდი და 16 წლისთვის უკვე 12 ობიექტზე მქონდა ნამუშევარი. 17-18 წლის ასაკში გავხდი შეფი მზარეული, 4 ვარსკლავიან სასტუმროში. სასტუმროებში მიღებული გამოცდილება დაგვირგვინდა რედისონის დეპარტამენტის შეფობით. ამჟამად ვმუშაობ რესტორნის მზარეულად. მსურს ჩემი მოღვაწეობა ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში გავაგრძელო.
200
200
გრ.
ინდაურის ფილე
30
30
მლ.
მაწონი
1
1
მანდარინი
1
1
ჩურჩხელა
50
50
გრ.
ჩირი
200
200
გრ.
წაბლი
100
100
მლ.
ნაღები
ინდაურს ვტოვებთ მაწვნის და ჩაჭყლეტილი მანდარინის მარინადში 30 წუთის განმავლობაში.
ჩურჩხელას და ჩირს ვკეპავთ წვრილად და შემდეგ ვაბურთავებთ ხელით.
ვარჩევთ წაბლს და შემდეგ ვხარშავთ დარბილებამდე.
მოხარშულ წაბლს ვყრით ბლენდერში და ვამატებთ ნაღებს, მარილს და პილპილს გემოვნებით.
ვაცხელებთ ტაფას, ვასხამთ ზეითუნის ზეთს და ვწვავთ ინდაურის ფილეს, შემდეგ 2 წუთი ვასვენებთ ფოლგაში.
სერვირებისთვის - ვათბობთ სოუსს, ვასხამთ თეფშზე, ვალაგებთ დაჭრილ ფილეს, გვერდით კი ვუდებთ ჩურჩხელის ბურთულებს. სულ ბოლოს ვაფორმებთ მიკრო მწვანილით.
სერვირება
გემრიელად მიირთვით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი