Search
Or
საქონლის ხორცი ნაღების სოუსთან და სოკოსთან ერთად
30-60 Min
საშუალო

ვარ 23 წლის. სკოლის პერიოდიდან კულინარიით ვარ გატაცებული, თუმცა თავდაპირველად პროფესიული კუთხით მედიცინა ავირჩიე, სწავლის პერიოდში მივხვდი რომ კულინარია იყოს ის სფერო სადაც მომავალში ჩემ თავს ვხედავდი. ამიტომ გადავწყვიტე არშემდგარი ექიმობიდან დიდ კულინარიაში წასვლა. ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა რესტორნებში მუშაობით მივიღე გამოცდილება მათ შორის იყო Brasserie Buvette და laduree. მიუხედავად იმისა რომ ჩემი გამოცდილება მხოლოდ სამზარეულოში მუშაობას მოიაზრებდა უახლოეს მომავალში ვიწყებ სერვისის კუთხით ცოდნის გაღრმავებას რათა მივაღწიო ჩემს საბოლოო მიზანს-რესტორატორობას.

ingredients
50 50 გრ. კალმახა სოკო
30 30 გრ. ქამა სოკო
30 30 გრ. შიტაკე
50 50 გრ. კარაქი
3 3 კბილი ნიორი
1 1 ჭიქა თეთრი ღვინო
1 1 გრ. ხახვი
250 250 გრ. საქონლის ტენდერლოინი
5 5 გრ. როზმარინი
300 300 გრ. ნაღები
1 1 ჩაის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
1 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
step 1
საქონლის ხორცს გემოვნებით ვაყრით მარილსა და პილპილს და გაცხელებლ ტაფაზე ვწვავთ 2-3 წუთის განმავლობაში თითო მხარეს. როდესაც ორივე მხარე მოიბრაწება, ტაფაზე ვაგდებთ ნივრის 1 კბილს, როზმარინსა და 20გრ კარაქს, რომელიც ხორცის ზემოდან უნდა მოვათავსოთ. ხორცის სასურველი ტემპერატურის მისაღებად მის მომზადებას ვასრულებთ ღუმელში.
step 2
გაცხელებულ ტაფაზე ვბრაწავთ სამი სახის სოკოს 15გრ კარაქთან, ზეითუნის ზეთთან და 1 კბილ ნიორთან ერთად.
step 3
სოუსისთვის კარაქში ვიწყებთ წვრილად დაჭრილი ხახვის და ნივრის მოთუშვას, ფერის შეცვლისთანავე ვასხამთ ღვინოს და ველოდებით ალკოჰოლის აორთქლებას, შემდეგ კი ვამატებთ ნაღებს, მარცვლოვან მდოგვს, მარილსა და პილპილს გემოვნებით.
step 4
სოუსი უნდა ვადუღოთ სასურველ კონსისტენციამდე, შემდეგ მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან დავადოთ ხორცი და გარშემო შემოვუწყოთ სამი სახის სოკო.

How To Serve

გემრიელად მიირთვით.