კვერცხის გული, კვერცხი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ სახამებელი.
ლიმონის წვენი წამოვადუღოთ და დავამატოთ კვერცხის მასას. ერთად მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ ჟელატინი. გავაციოთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გადავურიოთ და დავამატოთ ნაღები.
საფეხური 2
180 გრ. ფქვილი, 55 გრ. შაქარი, 115 გრ. კარაქი და 1 კვერცხი ავურიოთ ერთმანეთში, მოვზილოთ ცომი და დავასვენოთ მაცივარში ნახევარი საათით. გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე.
სერვირება
გამომცხვარ ცომის ძირზე მოვათავსოთ კრემი და გავაფორმოთ მარწყვით.