"მეათე წელი დაიწყო რაც სამზარეულოში ვარ, ყოველთვის მიტაცებდა კულინარია და აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც ტელევიზორში ვხედავდი როგორ ქმნიდნენ შეფები სასწაულებს, ამიტომაც მეც გადავწყვიტე რომ მესწავლა და ჩემი ცხოვრების სტილად მექცია ეს საქმე. ამ ეტაპზე ვცდილობ ჩვენი ტრადიციული კერძების გაცოცხლებას და ახლებურად წარმოჩენას, მჯერა რომ ქართულ კულინარიას დიდი მომავალი აქვს"
1
1
მწვანე ვაშლი
1
1
კიტრი
30
30
გრ.
ნიგოზი
20
20
გრ.
პიტნა
20
20
გრ.
ტარხუნა
20
20
გრ.
ისპანახი
20
20
გრ.
ჭარხლის ფოთოლი
20
20
გრ.
რუკოლა
30
30
გრ.
შავი ქლიავის ჩირი
1
1
ლიმონი
100
100
მლ.
არაჟანი
ნიგოზი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვათავსოთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე და მოვხალოთ 15-20 წუთის განმავლობაში.
მწვანილი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და დავაცალოთ ფოთლები.
ვაშლი და კიტრი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
სოუსისთვის შევურიოთ არაჟანი, ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი.
დავკეპოთ ქლიავი და მოხალული ნიგოზი.
ყველა ინგრიდიენტი შევურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ სოუსი.
სერვირება
გემრიელად მიირთვით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი