ღრმა ტაფაში მოათავსეთ კამა, ქინძი და ისპანახი, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ზემოდან დაადეთ თევზის ნაჭრები. თევზს მოასხით ლიმონი, მოაყარეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა, გვერდზე დაულაგეთ გაუჭრელი ნიორი და ხახვის ნახევრები. კარაქის და ღვინის დამატების შემდეგ, თევზი მოთუშეთ ორთქლზე 15 წუთის განმავლობაში.