Search
ან
იხვი მოტკბო ტყემლით
ინგრედიენტები
300 300 გრ. იხვის ფილე
100 100 გრ. ხახვი
100 100 მლ. ზეთი
200 200 გრ. მსხალი
500 500 მლ. საფერავი
50 50 გრ. თაფლი
50 50 გრ. კარაქი
50 50 გრ. ნუში
10 10 გრ. ფორთოხლის ცედრა
10 10 გრ. ლიმონის ცედრა
100 100 გრ. ტყემალი
50 50 გრ. ოხრახუში
30 30 გრ. ქინძი
საფეხური 1
ტყემალი ავადუღოთ და გავცხრილოთ კურკებისგან. შევაზავოთ მწვანილთან, დავამატოთ მარილი და პილპილი. ტყემალს დავამატოთ თაფლი.
საფეხური 2
კანგაცლილი მსხალი მოვხარშოთ საფერავში.
საფეხური 3
იხვის ფილე დავსეროთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი გემოვნებით. დავბრაწოთ ორივე მხრიდან ტაფაზე. შემდეგ მოვათავსოთ ღუმელში 15 წუთით, 200 გრადუს ტემპერატურაზე. გვერდზე დაულაგეთ ხახვი, რომ გემო აიღოს. გამომცხვარი იხვი დაჭერით სასურველ ნაჭრებად.

სერვირება

იხვის ხორცი მიირთვით მსხალთან და ტყემალთან ერთად. გააფორმეთ ნუშის და, ფორთოხლის და ლიმონის ცედრით.

თეგები