ფუჩხოლია ტრადიციული მეგრული კერძია, რომელსაც რამოდენიმე ინგრედინტის დამატებით, სხვაგვარად შემოგთავაზებთ.
500
500
გრ.
ღერღილი
100
100
გრ.
სიმინდის ფქვილი
500
500
გრ.
ჭყინტი სულგუნი
200
200
გრ.
შებოლილი სულგუნი
150
150
გრ.
სულგუნის ჩხირები
350
350
გრ.
ნადუღი
100
100
გრ.
პიტნა
50
50
გრ.
ქინძი
150
150
გრ.
ნიგოზი
10
10
გრ.
ხმელი ქინძი
10
10
გრ.
უცხო სუნელი
10
10
გრ.
ყვითელი ყვავილი
5
5
გრ.
ძირა
4
4
კბილი
ნიორი
50
50
გრ.
წითელი აჯიკა
5
5
გრ.
დაღერღილი წიწაკა
300
300
გრ.
ჭარხალი
300
300
გრ.
სტაფილო
30
30
გრ.
ვარდისფერი მარილი
თავდაპირველად ამზადებთ ღომს:
გავრეცხოთ ღერღილი და ჩავყაროთ დიდ ქვაბში. დავასხათ წყალი ისე, რომ ქვაბი გაივსოს ნახევრამდე. ხარშვისას, ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოვაშოროთ კოვზით.
სქელი ფაფის მიღების შემდეგ, დავამატოთ სიმინდის ფქვილი და მოვურიოთ ხის კოვზით. დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ ხარშვა იქამდე, სანამ ღერღილი მთლიანად არ დარბილდება.
ნადუღში შევურიოთ პიტნის ფოთლები, ქინძი და გახეხილი შებოლილი სულგუნი. დავყოთ ბურთულებად.
სულგუნის ჩხირებს შევურიოთ აჯიკა.
ნიგოზი დავაბლენდეროთ სუნელებთან და ნიორთან ერთად. დავასხათ მცირე რაოდენობის მდუღარე წყალი იმისთვის, რომ ნიგოზმა მიიღოს თეთრი ფერი. სქელ მასას დავამატოთ მარილი გემოვნებით. შევურიოთ გახეხილი სტაფილო.
მოხარშული ჭარხალი ასევე გავხეხოთ და შევურიოთ პიტნა.
ჭყინტი სულგუნი დავჭრათ ნაჭრებად და ჩავყაროთ ცხელ წყალში. დარბილებულ ყველის ნაწილს შევურიოთ შეზავებული სტაფილო, ხოლო მეორე ნაწილს შეზავებული ჭარხალი. შეახვიეთ ერთმანეთში და დაჭერით 2სმ. სისქეზე.
სერვირება
ეს ყველაფერი მოათავსეთ ცხელ ღომზე და გემრიელად მიირთვით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი