Search
ან
გლინტვეინის ფელამუში
ინგრედიენტები
1 1 ლიტრი წითელი ღვინო
100 100 მლ. კონიაკი
500 500 მლ. ალუბლის წვენი
5 5 გრ. დარიჩინი (გემოვნებით)
100 100 გრ. შაქარი (გემოვნებით)
2 2 ღერი მიხაკი
20 20 გრ. ფორთოხლის ცედრა
11 11 ხორბლის ფქვილი
საფეხური 1
წითელი ღვინო, კონიაკი, ცედრა, დარიჩინი, მიხაკი და შაქარი მოვათავსოთ (სასურველია თუჯის ჭურჭელი) ერთ ქვაბში და ავადუღოთ. დუღილის შედეგად ხდება ალკოჰოლის აორთქლება, რის მეშვეობითაც შეგვიძლია მისი გრადუსი ჩვენს სასურველ დონეზე დავაყენოთ. მას შემდეგ რაც სასურველ ნიშნულს მივაღწევთ, მასას გადავწურავთ.
საფეხური 2
ალუბლის წვენსა და ხორბლის ფქვილს ერთმანეთში კარგად გავხსნით, დავუმატებთ მიღებულ მასას და შემოვდგავთ ნელ ცეცხლზე. დასრულების პროცესამდე სასურველია ხის კოვზით მორევა, ნელი მოძრაობით ერთი და იგივე მიმართულებით. ადუღებიდან 5-7 წუთი საკმარისია იმისთვის რომ ფქვილი მოიშუშოს.

სერვირება

შეგიძლიათ მიირთვათ თბილ და ცხელ მდგომარეობაში. ყველზე მეტად უხდება ნიგოზი, ნუში და თხილი. პ.ს იგივე მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია მოვამზადოთ ფელამუში და ამოვავლოთ ჩურჩხელები და ჯანჯუხი.