Search
ან
ღორის ნეკნები სოუსით და კარტოფილის გრატენი

თბილისიდან არც თუ ისე შორს, მცხეთის მიმართულებით, თქვენ შეგიძლიათ მიაგნოთ არაჩვეულებრივ ადგილს მუხრანში - "შატო მუხრანს". ულამაზესი არქიტექტურის მქონე სასახლე და ბაღები, ვენახები, ღვინის ქარხანა, მიმდებარე ტყე-პარკი ნებისმიერი ადამიანის თვალს და გულს გაახარებს. თუმცა მთელი ბედნიერება მათ სამზარეულოში და მარანში იმალება. აუცილებლად გირჩევთ "შატო მუხრანში" შემოთავაზებული კერძების დაგემოვნებას და განუმეორებელი ღვინის დეგუსტაციას. ხოლო, თუ სტუმრობას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებთ, გული არ დაგწყდეთ, ჩვენ შევეცდებით გადმოგცეთ ერთ-ერთი კერძის სრული რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.

ინგრედიენტები
400 400 გრ. ღორის ნეკნები
15 15 გრ. შაქარი
5 5 გრ. ნიორი
20 20 მლ. ძმარი
20 20 მლ. ბარბექიუს სოუსი
15 15 გრ. სახამებელი
400 400 გრ. კარტოფილი
100 100 მლ. რძე
100 100 მლ. ნაღები
5 5 გრ. მუსკატის კაკალი
5 5 გრ. თეთრი წიწაკა
5 5 გრ. სალბის ფოთოლი
150 150 გრ. შერეული ბულგარული წიწაკა
100 100 გრ. ყაბაყი
20 20 გრ. შავი წიწაკა
40 40 გრ. როზმარინი
150 150 გრ. მაგარი ყველი
20 20 გრ. მდოგვი
საფეხური 1
წინასწარ გავაცხელოთ ღუმელი 150 გრადუსამდე. ერთმანეთში ავურიოთ ბარბექიუს სოუსი, შაქარი, დაფქვილი შავი პილპილი, სახამებელი, ძმარი, გახეხილი ნიორი, მდოგვი და ზეითუნის ზეთი. ღორის ნეკნი დავამუშავოთ, მოვაცილოთ ზედმეტი ცხიმები და წავუსვათ მომზადებული სოუსი. მოვათავსოთ გამოსაცხობ ფოლგაზე და შევდგათ ღუმელში. კარტოფილი დავჭრათ 2 მლ. სისქის ფირპიტებად და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე რძეში და ნაღებში. დავამატოთ გახეხილი მუსკატის კაკალი, თეთრი პილპილი და სალბის ფოთოლი.
საფეხური 2
საერთო ჯამში ნეკნების გამოცხობას დასჭირდება 2 საათი. ამასობაში მოხარშული კარტოფილი გადმოვიღოთ ფორმაში და მოვახეხოთ მაგარი ყველი. გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსის ტემპერატურაზე. დავაცადოთ შეციება იმისთვის, რომ გრატენი კარგად დაიჭრას.
საფეხური 3
ბულგარული წიწაკა და ყაბაყი გავრეცხოთ და დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. მსუბუქად მოვთუშოთ ბოსტნეული კარაქში ან ზეითუნის ზეთში, 2 წუთის განმავლობაში როზმარინთან და მარილთან ერთად.

სერვირება

კერძს განსაკუთრებულად უხდება შავი ღვინო "შავკაპიტო" და ბორჯომი. მიირთვით ღორის ნეკნები, გარნირი და გრატენი ერთად.