Search
ან
ფენოვანი ღვეზელი ბოსტნეულით და ყველით
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

ფენოვანი ცომის მომზადების რეცეპტის სანახავად გადადით ბმულზე.

ინგრედიენტები
1 1 კგ. ფენოვანი ცომი
2 2 ბულგარული წიწაკა წითელი
2 2 ბულგარული წიწაკა მწვანე
1 1 კგ. ისპანახი
500 500 გრ. სოკო
1 1 კონა მწვანე ხახვი
500 500 გრ. სულგუნი
20 20 გრ. პილპილი
20 20 გრ. მარილი
2 2 კვერცხი
საფეხური 1
სოკო კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვთუშოთ ტაფაზე 5 წუთის განმავლობაში, დავამატოთ დაჭრილი ისპანახი ბულგუარული წიწაკა და დაჭრილი მწვანე ხახვი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შეგრილების შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი.
საფეხური 2
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ სინზე, ზემოდან დავალაგოთ შიგთავსი. ცომი გადმოვკეცოთ და დავხუროთ ღვეზელი. ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. ვაცხობთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

სერვირება

მიირთვით გემრიელად.