Search
ან
ღორის ნეკნი
60+ წუთი
საშუალო
მძიმე
500+ კკალ

აღნიშნული კერძი შექმნილია გაცოცხლებული ძველ ქართული რეცეპტის მიხედვით და მომზადებულია რესტორან "სახლი მადათოვზე"-ს მიერ.

ინგრედიენტები
280 280 გრ. ღორის ნეკნი
4 4 გრ. ხმელი ქინძი
8 8 გრ. სუნელი უცხო
60 60 გრ. ყვითელი ყვავილი
2 2 გრ. დაღერღილი წიწაკა
2 2 გრ. რეჰანი
2 2 გრ. პიტნა
2 2 გრ. ქონდარი
1 1 კბილი ნიორი
1 1 ხახვი
150 150 გრ. ოსპი
20 20 გრ. თაფლი
50 50 მლ. საფერავი
20 20 გრ. კვაწარახი
150 150 გრ. კახური ზეთი
საფეხური 1
ღორის ხორცის ნეკნს ვჭრით მართკუთხედ ფორმაზე (ხორცი უნდა იყოს ნახევრად ცხიმიანი) ვათავსებთ ქვაბში. ცალკე სასოუსეში ვათავსებთ საფერავს, თაფლს, კვაწარხს, წამოვადუღოთ, რომ ერთმანეთში გაიხსნას.
საფეხური 2
ნეკნთან ერთად ვათავსებთ შუაზე გაჭრილ კანგაუცლელ ნიორს და ხახვს, დავასხათ მომზდებული სოუსი. შევდგათ ღუმელში 210-250 გრადუსზე და ვადუღებთ 2 საათის განმავლობაში.
საფეხური 3
მოვხარშოთ ოსპი, შევაზავოთ უცხო სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი, რეჰანი და წიწაკა. მოვამზადოთ სოუსი - საფერავი, თაფილი, კვაწარახი ავადუღოთ და მივიყვანოთ სქელ მასამდე. გამომცხვარი ნეკნი ამოვიღოთ თეფშზე, გავშალოთ ოსპი (ჩაზელვის გარეშე) და მოვასხათ სოუსი.

სერვირება

გააფორმეთ მწვანილით და გემრიელად მიირთვით. (ფოტოში გამოყენებული ინტერიერი ეკუთვნის რესტორან "სახლი მადოთვზე"-ს)