ქართველებისთვის ე.წ."პონჩიკები" და "პიშკები" ყოველდღიურობის ნაწილია, მექსიკაშიც არსებობს ამგვარი დესერტი, მას ჩუროსი ქვია და ბევრი განსხვავებული ცომის ვარიაციით კეთდება. ჩემი საყვარელი კი ბანანისა და გოგრისაა. ამ რეცეპტში გოგრის ვარიანტს გავაკეთებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ ბანანი და გოგრა ურთიერთ შენაცვლებადია. რაც შეეხება თვითონ რეცეპტს, ამ კერძის მეტსახელი სიყვარულის ხრაშუნა ფუშფუშაა, რასაც ძალიან ლოგიკური განმარტება აქვს, ჩუროსი თან ფუშფუშაა, თან ხრაშუნობს და თან გასინჯვისთანავე გიყვარდება.
400
400
გრ.
ფქვილი
18
18
გრ.
დაფქვილი დარიჩინი
3
3
გრ.
დაფქვილი მიხაკი
3
3
გრ.
დაფქვილი ჯინჯერი
1
1
ცალი
მუსკატის კაკალი
120
120
გრ.
გოგრა ან გოგრის პიურე
200
200
გრ.
კარაქი
10
10
გრ.
ვანილის ექსტრაქი
4
4
ცალი
კვერცხი
270
270
გრ.
ყავისფერი შაქარი
15
15
გრ.
ქოქოსი დაფქვილი
50
50
მლ.
ქოქოსის რძე
ერთმანეთს შევურიოთ ფქვილი, 1/3 დაფქული დარიჩინი, მთლიანად დაფქული მიხაკი, მთლიანად დაფქული ჯანჯაფილი და დაფქული ჯაოზი (იგივე მუსკატის კაკალი). წარმოიდგინეთ 4 ძალიან არომატული სუნელი შერეული ფქვილში, უკვე რამდენად ძლიერ არომატს იძლევა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
თუ არ გვაქვს გოგრის პიურე, მოვხარშოთ კანგაცლილი გოგრის ნაჭრები დარბილებამდე (თუ კუბების ზომა 2 სმ-ია 20 წუთი დუღილი საკმარისია), გადავწუროთ და ვაქციოთ პიურედ. პიურე ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ მაღალ ცეცხლზე, დავუმატოთ 300 მლ წყალი, 140 გრ კარაქი და ვანილი, ავადუღოთ და თან მუდმივად ვურიოთ. გოგრის მასა ცოტა შევაგრილოთ და ფქვილიან და სუნელებიან ჯამში ჩავასხათ, კარგად მოვურიოთ. მასა სქელი იქნება. გავაგრძელოთ მორევა და დავამატოთ კვერცხი. გირჩევთ კვერცხი სათითაოდ შეაზილოთ. ცომი იქნება საკმაოდ სქელი, მაგრამ ერთგვაროვანი. ცომი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და დაასვენეთ 5 წუთით. პარალელურად, ერთმანეთს შეურიეთ ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და დაფქული ქოქოსი, რომელშიც ამოვავლებთ შემწვარ ცომს.
ქვაბში, მაღალ ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი, და საკონდიტრო ტომარის საშუალებით, მოგრძო ფორმები ჩაასხით ზეთში, შეწვით სანამ ღია ყავისფერს არ მიიღებს. დაახლოებით 4-5 წუთი. შეწვის შემდეგ, მყისვე ამოავლეთ დარიჩინიან და ქოქოსიან შაქარში.
სერვირება
შეგიძლიათ 150 მლ. ნაღები და 200 გრ. შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაალღვოთ, კარგად მოურიოთ და გამოიყენოთ სოუსად ჩუროსისთვის. კერძი იჭმევა ხელით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი