აღნიშნული კერძი შექმნილია გაცოცხლებული ძველ ქართული რეცეპტის მიხედვით და მომზადებულია რესტორან "სახლი მადათოვზე"-ს მიერ.
350
350
გრ.
კალმახი
100
100
გრ.
ნიგოზი
75
75
გრ.
კარაქი
40
40
გრ.
მჭადის ფქვილი
150
150
მლ.
ბროწეულის წვენი
50
50
გრ.
ბროწეულის მარცვალი
15
15
გრ.
ბოლოკი
დავამუშაოთ კალმახი, გამოვიღოთ ფხა და ძვალი, გავასუფთავოთ.
გატარებული ნიგოზი შევაზავოთ თბილ კარაქში, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი.
გასუთვავებულ კალმახს ვათავსებთ საცხობ ფორმაზე და ზემოდან ვუსვამთ ნიგვზის ფენას 2 მლ. სიმაღლეზე ისე, რომ ფილე მთლიანად დაიფაროს (ზურგის მხარე).
ვაცხობთ 210-250 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
სანამ კალმახი გამოცხვება მოვამზადოთ სოუსი: ბროწეულის წვენი, ბროწეულის მარცვალი, კარაქი, მარილი და დაჭრილი ბოლოკი მოვათავსოთ პატარა სოუსის ქვაბში და მივიყვანოთ დადუღებამდე.
სერვირება
გამომცხვარ კალმახს მოვასხათ გამზადებული სოუსი ბოლოკთან და ბროწეულთან ერთად. გემრიელად მიირთვით.
(ფოტოში გამოყენებული ინტერიერი ეკუთვნის რესტორან "სახლი მადოთვზე"-ს)
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი