ქართველებს ლობიო გვიყვარს, მექსიკელებსაც! ქართველებს ცხარე გვიყვარს, მექსიკელებსაც! მარილის სიყვარულიც საერთო გვაქვს. მოკლედ, რომ ვთქვათ მექსიკური კულინარია ადვილად ჯდება ქართულ გემოვნებაში. ეს კერძი მექსიკელი მეგობრისგან ვისწავლე, ცოტა ქართულ პროდუქტს მოვარგე და ქართულ-მექსიკური კერძი მივიღე.
80
80
გრ.
ხახვი
80
80
გრ.
მწვანე წიწაკა
150
150
გრ.
წითელი ბულგარული
15
15
გრ.
ნიორი
400
400
გრ.
კანგაცლილი პომიდვრის კონსერვი
10
10
გრ.
ტომატ-პასტა
200
200
გრ.
ახალი თეთრი ლობიო
200
200
გრ.
ახალი წითელი ლობიო
60
60
მლ.
ქინძი
60
60
გრ.
ოხრახუში
10
10
გრ.
წითელი წიწაკა
20
20
გრ.
შაქარი
10
10
გრ.
კუმინი
280
280
გრ.
ხორბლის ფქვილი
110
110
გრ.
მცენარეული ცხიმი (მარგარინი)
15
15
გრ.
სოდა
50
50
გრ.
სიმინდის სახამებელი
150
150
მლ.
რძე
ლობიოს თავის მოცულობაზე 3-ჯერ მეტი წყალი დავასხათ, წამოვადუღოთ 2-3 წუთით, გავაგრილოთ 1-4 საათი, შემდეგ წყალი გადავღვაროთ და ლობიო ცივ წყალში გავავლოთ 10 წუთით. ეს პროცესი აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ორგანიზმისთვის საკმაოდ სტრესულ თავგადასავალს მივიღებთ. შემდეგ დავადგათ გაზზე, წყლით დავფაროთ და ვადუღოთ 50-60 წუთი. ლობიო რომ არ დასკდეს და გარსი არ მოსძვრეს, დუღილი სუსტი უნდა იყოს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლობიო ხარშვასთან ერთად ფართოვდება, ამიტომ შიგადაშიგ დაამატეთ წყალი.
სანამ ლობიო იხარშება, 3-4 მმ ზომის კუბებად დავჭრათ წითელი ბულგარული და ხახვი, დავსრისოთ ნიორი, თუ მთლიანი პომიდორი გვაქვს, კანი გავაცალოთ და დავჭრათ.
პარალელურად, ტორტილასთვის - ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ სოდა, სიმინდის სახამებელი, რძე და თხევად მდგომარეობაში მცენარეული ცხიმი. კარგად მოვზილოთ, გავაბრტყელოთ 3-4მმ სისქეზე, გადავაკრათ გრინი და დავასვენოთ. ტორტილები შეგიძლიათ გახუხული ლავაშით ჩაანაცვლოთ.
ლობიო რომ მოიხარშება, გადავწუროთ. საშუალო გაზზე ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და ბულგარული, მოვთუშოთ 4 წუთი, შედეგ დავუმატოთ პომიდორი, ტომატპასტა და ნიორი, მოვთუშოთ კიდევ 4 წუთი. პარალელურად გაკეთებული ტორტილების ცომი შევდოთ ღუმელში 5 წუთით 230 გრადუს ცელსიუსზე. დავუბრუნდით ლობიოს, მაინც მთავარი კერძია და არ უნდა გავერთოთ და დავივიწყოთ. ქვაბში პომიდვრიან მასას დავუმატოთ ლობიო, შემდეგ კუმინი (კუმინი უკეთესია, მაგრამ ძირას ბიძაშვილია, ამიტომ სულ არაფერს სჯობს), ცოტა შაქარი, ჩააჭერით იმდენი ცხარე წიწაკა, რომ ქვაბმა ტირილი დაწყოს, ჩაყარეთ მშრალი ქინძი და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ 50 მლ წყალი და მოთუშეთ 20 წუთი, სანამ არ მივიღებთ სქელ მასას.
სერვირება
რადგან მასა სქელი იქნება, შეიძლება სერვირება თეფშზეც, აუცილებელია თან დაურთოთ ტორტილა, ან ლავაში. წვრილად დავჭრათ ოხრახუში და დავაყაროთ ლობიოს, ასევე გემოვნებით დაღერღილი წიწაკაც მოვაყაროთ.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი