Search
ან
ორაგულის ღია სენდვიჩი
0 - 30 წუთი
ადვილი
მსუბუქი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
100 100 გრ. შებოლილი ორაგულის ფილე
50 50 გრ. მდნარი ყველი
1 1 კვერცხი
100 100 გრ. ავოკადო
1 1 გრ. წითელი წიწაკა
1 1 რუხი პური
საფეხური 1
რუხი პურის ნაჭერზე წავუსვათ მდნარი ყველი, ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი ავოკადო, შემდეგ ორაგულის ნაჭრები და დავიწყოთ პაშოტის მომზადება
საფეხური 2
პაშოტი ძმრიან წყალში თოლხოდ მომზადებულ კვერცხია, რომელიც ძალიან ნაზი და ჯანსაღია. მისი მარტივი მომზადების წესი: მცირე ზომის ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ და დავამატოთ 50 გრამი ძმარი. მოვურიოთ, რომ წყალმა დაიწყოს წრიული მოძრაობა. კვერცხს ვტეხავთ და ფრთხილად ვდებთ პატარა ხელიან ჭურჭელში, იმისთვის რომ მარტივი იყოს კვერცხის მოთავსება მდუღარე წყალში, ნაზად ჩავუშვებთ და ნელ-ნელა ვაგრძელებთ მორევას. როგორც კი კვერცხი გარედან აპკს გაიკეთებს, პაშოტი მზად არის. დაახლოებით 25 წამში ამოვიღოთ კვერცხი კოვზით, წყლის გარეშე, შესაბამისი კოვზით. დავადოთ პაშოტი ჩვენს სენვდიჩს ზემოდან და მოვაყაროთ ცოტაოდენი წითელი წიწაკა.

სერვირება

შეგიძლიათ პაშოტი დანით გაჭრათ. გემრიელად მიირთვით!

ექსპერტის რჩევები