Search
ან
ჭარხლის სალათი ჟოლოთი
0 - 30 წუთი
ადვილი
მსუბუქი
0-200 კკალ
ინგრედიენტები
300 300 გრ. ჭარხალი
15 15 გრ. ქინძი
5 5 გრ. მწვანე ხახვი
1 1 კბილი ნიორი
350 350 გრ. ჟოლო
3 3 ლიმონი
1 1 გრ. დაღერღილი წიწაკა
2 2 გრ. სეზამის მარცვალი
საფეხური 1
გარეცხილი ჭარხალი მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე მოსახარშად. ასევე გავრეცხოთ ჟოლო და მცირე ოდენობის წყალთან ერთად წამოვადუღოთ, გავწუროთ და დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ქინძი და მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად. ნიორი დავნაყოთ ცალკე, ხოლო ლიმონისგან ავიღოთ მხოლოდ ცედრა.
საფეხური 2
ლიმონის სოუსისთვის წამოვადუღოთ ლიმონის წვენი, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ცოტაოდენი კარაქი და ფქვილი კი იმისთვის, რომ წვენი შესქელდეს. მოხარშული ჭარხალი გავასუფთავოთ და დავჭრათ სასურველ ფორმებად. წავუსვათ ნიორი, გავაფორმოთ ლიმონის ცედრით, სეზამის მარცვლით, ჟოლოს სოუსით და ლიმონის სოუსით.

სერვირება

გასაფორმებლად შეგიძლიათ სოუსი მოათავსოთ ჭარხლის ამოჭრილ გულში. გემრიელად მიირთვით!