ყველა მშრალი ინგრედიენტი გავაერთიანოთ ჯამში. გავადნოთ კარაქი, შევურიოთ კვერცხი და რძე. დავასხათ მშრალ ინგრედიენტებს და მოზილეთ ცომი. დაველოდოთ ცომის ამოსვლას, რომელიც მოცულობაში 2-3 ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.
საფეხური 2
როცა ცომი მზად იქნება, გავაბრტყელოთ და მივცეთ მართკუთხედის ფორმა, 2-3 მმ სიმაღლით.
ზემოდან წავუსვათ ჯემი და მოვაყაროთ შაქარი დარიჩინთან ერთად. შევახვიოთ რულეტი.
საფეხური 3
დავჭრათ რულეტი ნაჭრებათ და დავალაგეთ საცხობ ტაფაზე, ერთმანეთისგან 5სმ დაშორებით. ცოტახანი ვაცადოთ ამოსვლა იმისთვის, რომ ფუნთუშები უფრო ფუმფულა გამოვიდეს.
წინასწარ გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსამდე და გამოვაცხოთ ფუნთუშები.
საფეხური 4
ოთახის ტემპერატურაზე მყოფი მინანქრის ინგრედიენტები ჩავყაროთ ჯამში და ავთქვიფოთ.
სერვირება
წაუსვით მინანქარი ფუნთუშებს და გემრიელად მიირთვით!