Search
ან
ზღვის კოქტეილის სალათი
0 - 30 წუთი
ადვილი
მსუბუქი
0-200 კკალ
ინგრედიენტები
300 300 გრ. ზღვის პროდუქტების მიქსი
60 60 მლ. ზეითუნის ზეთი
1 1 ლიმონი
20 20 გრ. ქინძი
2 2 ნიორი
საფეხური 1
ძალიან მარტივი, ჯანსაღი და არომატული სალათა. ზღვის პროდუქტების მიქსის შეძენა შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერ სუპერმარკეტში, გაყინულ მდგომარეობაში. მის მომზადებას სჭირდება სულ რაღაც 5 წუთი.
საფეხური 2
გამდნარი ზღვის პროდუქტები ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში, დაამატეთ გახეხილი ნიორი, ლიმონის წვენი და ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. მარილი გემოვნებით.

სერვირება

კერძი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში. გემრიელად მიირთვით!