Search
ან
კურდღელი ბოსტნეულით
60+ წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 კურდღელი
300 300 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
200 200 მლ. ზეთი
30 30 გრ. როზმარინი
2 2 თავი წითელი ხახვი
1/2 1/2 ნიახურის ბოლქვი
2 2 ყაბაყი
2 2 ბულგარული წიწაკა
30 30 გრ. კოჭა
6 6 ცალი პომიდორი ჩერი
1 1 ბროწეული
1 1 ფორთოხალი
35 35 გრ. ქინძი
მარილი
საფეხური 1
კარგად გარეცხეთ კურდღელი და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. მოათავსეთ კურდღელი ღრმა ზეთიან ტაფაში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და როზმარინი. ნიახურის ბოლქვი და კოჭა გათალეთ, დაჭერით კუბებად და ჩაამატეთ ტაფაში. ქინძი კარგად გარეცხეთ, შეკარით კონა და ჩაუშვით ქვაბში, შემდეგ ღვინო და 3 წუთის შემდეგ გადაიღეთ ღრმა ჭურჭელში, დაჭერით ფორთოხალი რგოლებად და დაამატეთ კურდღელს, (ქინძი ამოიღეთ) და მოათავსეთ ჭურჭელი ღუმელში 180 რადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
გამოიღეთ კურდღელი ღუმელიდან. გადადეთ ხორცის ნაჭრები და ფორთოხალი. გადაწურეთ წვენი და შეინახეთ გარნირისთვის. კარგად გარეცხილი ბოსტნეული დაჭერით დიდი ზომის კუბებად, ყაბაყი კი თხელ რგოლებად. მოშუშეთ ზეთინ ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, 7 წუთის განმავლობაში, დაამატეთ გადაწურულ სოუსი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

სერვირება

მორთეთ ბროწეულით.