ახალი წლის დილა შესაფერის დასაწყისს მოითხოვს. გთავაზობთ ხინკლის უგემრიელეს წვნიანს, როგორც იდეალურ გამოსავალს ნაბახუსევზე.
400
400
გრ.
ფქვილი
300
300
გრ.
ფარში
2
2
კვერცხი
2
2
ხახვი
1/2
1/2
ჩაის კოვზი
წითელი წიწაკა
10
10
გრ.
კამა
15
15
გრ.
ქინძი
200
200
მლ.
თეთრი მშრალი ღვინო
300
300
მლ.
ნაღები
250
250
გრ.
მდნარი ყველი
3
3
კბილი ნიორი
მარილი გემოვნებით
მოვათავსოთ ფქვილი დიდ ჯამში, დავუმატოთ მარილი, მოვურიოთ, შემდეგ 2 ცალი კვერცხი. დაუმატეთ ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. მოზელილი ცომი დააგუნდავეთ გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
ფარშს შეურიეთ დაღერღილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და კარგად მოურიეთ.
გააბრტყელეთ ცომი ფქვილიან ზედაპირზე, ამოჭერით 4 სმ. დიამეტრის რგოლები, გააბრტყელეთ ეს რგოლები თხელ ფენებად ფქვილთან ერთად, რომ არ მიეკრას სამუშაო მაგიდას. ჩადეთ ფარში და მოახვიეთ პატარა ზომის ხინკლები როგორც სურათზეა ნაჩვენები. ქვაბში ნახევრამდე ჩაასხით წყალი, აადურეთ და დაუმატეთ მარილი, ღვინო და 2 წუთის შემდეგ ნაღები და მდნარი ყველი. კარგად მოურიეთ, ჩაყარეთ ხინკლები და ადუღეთ 7 წუთის მანძილზე. დაუმატეთ გახეხილი ნიორი და დაჭრილი მწვანილები.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი