ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ღორის ნეკნები საახალწლო სანელებლებით
კერძი მარტივია, სასიამოვნო სააახალწლო არომატებით.

ყარსული მწვადი
ყარსი თურქეთის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე ქალაქია, საკმაოდ საინტერესო ადგილი უჭირავს თურქეთისა და ამიერკავკასიის ისტორიაში, მაგრამ ეს ამბავი მემატიანეებს დავუტოვოთ, ჩვენ კი გემრიელი ფაქტები განვიხილოთ. ფაქტი პირველი, შაურმა ლევანტინურ-არაბული კერძია.ფაქტი მეორე, თურქეთში შაურმას დონერი ქებაბი ქვია, რაც პირდაპირ ითარგმნება ტრიალა ხორცად. ფაქტი მესამე - დონერიც და შაურმაც ერთერთი უძველესი სრულყოფილი კერძია, იმით, რომ მოიცავს ყველა პროდუქტს, რაც ადამიანს დღის მანძილზე ჭირდება, ბოსტნეულსაც, ცომსაც და ხორცსაც.ბევრი, რომ არ ვილაპარაკოთ, ქართველებსაც შეგვიძლია ხორცის კარგად ტრიალი, მწვადის შეწვაც ვიცით და ქაბაბის, და აი აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ არსებობს ქართული შაურმა, ქართული ტრიალა ხორცი, რომელიც შუალედურია ქაბაბსა და მწვადს შორის. ამ რეცეპტში, ჩვენ გავაკეთებთ ყარსულ მწვადს, რაც არის თურქული დონერის ქართული ვარიანტი, ამას თან გავუკეთებთ სურნელოვან პურსა და მაწვნის სოუსს.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი







































































































