Search
ან
ვაშლის ნამცხვარი
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 კგ. ვაშლი
275 275 გრ. ფქვილი
4 4 კვერცხი
250 250 გრ. შაქარი
1 1 ცალი ლიმონის ცედრა
2 2 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
1/2 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
200 200 გრ.
საფეხური 1
მოათავსეთ ჯამში 200 გრამი რბილი კარაქი და 1 ლიმონის ცედრა. კარგად ათქვიფეთ, კარაქი უნდა გათეთრდეს. შემდგომ, დაამატეთ ორი ჩაის კოვზი ვანილის შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა, თან ნელ-ნელა დაამატეთ 200 გრამი შაქარი.
საფეხური 2
თქვეფის შეუწყევეტელად დაამატეთ თითო-თითო კვერცხი. დაუყენეთ მიქსერს ცომის მოსაზელი თავი, ჩართეთ და ნელ-ნელა ჩაყარეთ 275 გრ. გაცრილი ფქვილი. გადაიტანეთ ცომი 28 სმ.-ის დიამეტრის ყალიბდი, ოდნავ გადაასწორეთ და გადადგით. გარეცხეთ ვაშლები. დაჭერით თითო ვაშლი 12 ნაწილად და მოათავსეთ ცომზე. მოაყარეთ 50 გრ. შაქარი და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი.
საფეხური 3
შედგით 30 წუთით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!