Search
ან
შოკოლადის ფონდანი
60+ წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ

ფონდანი ან ლავა ქეიქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია თბილისში. ამ დესერტს თითქმის ყველა რესტორანში აკეთებენ, თუმცა, ხანდახან, შეცდომით ბრაუნს უწოდებენ. ეს ორი დესერტი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ აქვთ საერთო ინგრედიენტი- შოკოლადი. ბრაუნის რეცეპტიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საინტზე.

ინგრედიენტები
6 6 კვერცხი
150 150 გრ. შაქარი
100 100 გრ. კარაქი
115 115 გრ. ფქვილი
220 220 გრ. შავი შოკოლადი (70%)
საფეხური 1
პირველ რიგში, ჩავრთოთ ღუმელი და გავაცხელოთ 180 გრადუსამდე. შემდეგ გავადნოთ კარაქი და შოკოლადი და გავაერთიანოთ. კვერცხი და შაქარი გადავთქვიფოთ და შოკოლადის მასას დავამატოთ. ძალიან კარგად მოურიეთ, რომ ორი ცომი ერთგვაროვანი გახდეს და ბოლოს დაამატეთ ფქვილი. ისევ, კარგად მოურიეთ.
საფეხური 2
მოათავსეთ ცომი ყალიბებში ისე, რომ მთლად არ გაავსოთ. თუ მეტალის ფორმები გაქვთ, მაშინ წინასწარ დაცხიმეთ და გვერდებზე ფქვილი მოაყარეთ. შედგით ღუმელში გამოსაცხობად. დაახლოებით დასჭირდება 10 წუთი, მაგრამ აუცილებლად სჭირდება ყურადღება, რომ ზედმეტად არ გამოცხვეს. გული დარჩეს უნდა თხევადი. როდესაც ცომი გამაგრდება, მაგრამ თითის დადებისას ჯერ კიდევ რბილი იქება, უნდა გამოიღოთ ღუმელიდან. შიგნიდან თხევადი უნდა იყოს, გვერდები კი გამომცხვარი უნდა ჰქონდეს.

სერვირება

გადმოიღეთ ფრთხილად თეფშზე, ისე რომ გვერდები არ დაუზიანოთ. მიირთვით ცხელი ნამცხვარი ნაყინთან ერთად.

ექსპერტის რჩევები

რჩევები

შოკოლადის ფონდანის გამოცხობა შეიძლება  როგორც კერამიკის, ასევე მეტალის ყალიბშიც. თუ არც ერთი არ მოგეპოვებათ, მაშინ იხმარეთ ქაღალდის ერთჯერადი ფორმა არაგოფრირებული. სილიკონს არ გირჩევდით, რადგან გაგიჭირდებათ ცხელი ნამცხვრის ამოღება ისე, რომ არ დააზიანოთ. დაგჭირდებათ დაახლოებით 6-10 ყალიბი.