Search
ან
თუშყაფათი
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
300 300 გრ. ხბოს რბილი ხორცი
250 250 გრ. მწვანე ტყემალი
50 50 გრ. კარაქი
100 100 გრ. ტარხუნა
5 5 გრ. ნიორი
5 5 გრ. ნიახური
წითელი წიწაკა
მარილი
საფეხური 1
ხბოს რბილ ხორცს ვასუფთავებთ და ვხვრეტთ ისე, რომ შიგ მივათავსოთ შემდეგი ინგრედიენტები: კარაქი, ნიორი და ნიახური. შევკმაზოთ მარილით და პილპილით. შემდეგ ფარშირებულ ხბოს ხორცს მოვათავსებთ ფოლგაში ისე რომ წვენი არ გამოუვიდეს და ვაცხობთ 180 გრადუსზე 15- 20 წუთი.
საფეხური 2
ცალკე ვიღებთ ტარხუნას და ვნაყავთ მარილთან და წითელ წიწაკასთან ერთად. მიღებულ მასას შევურევთ ტყემალს ისე, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ღუმელში გამომცხვარ ხორცს დავჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად და მომზადებულ სოუსთან ერთად ვათავსებთ ლანგარზე.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!

ექსპერტის რჩევები