ხბოს ჩახრაკული ძველი ქართული კერძი გახლავთ. მის მოსამზადებლად ჯერ ვასუფთავებთ ხბოს ხორცს და ვჭრით სასურველი ზომის ნაჭრდებად. ასევე, ვჭრით პომიდორს დიდი ზომის კუბებად. ხორცი უნდა მოვშუშოთ კარაქში და ცოტა ხანში ვამატებთ პომიდორს. უმჯობესია გამოიყენოთ თუჯის ქვაბი.
საფეხური 2
ვშუშავთ ხახვს ღვინოში, შემდგომ კი ვამატებთ ხორცსა და პომიდორში. როდესაც ხორცი მომზადდება, ვამატებთ წვრილად დაჭრილ ქინძს, დაკეპილ ნიორს და ვადუღებთ დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში.