გავხეხოთ და გავცრათ შინდი, შემდეგ მოვათავსოთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ ფქვილი და წყალი, მოვურიოთ, რომ ფქვილი ბოლომდე გაიხსნას და სითხე ცოტათი შესქელდეს. დავუმატოთ სითხეს შაქარი და 1 მწიკვი მარილი.
საფეხური 2
გადმოვდგათ წვნიანი ცეცხლიდან, ჩავახეხოთ კანგაცლილი კოჭა, ნახევარი კოვზი ლიმონის ცედრა, ჩავწუროთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, შემდეგ ჩავყაროთ რამოდენიმე ფოთოლი ლიმონის პიტნა, ასევე ცნობილი როგორც ბარამბო. წვნიანი გავაციოთ.