უგემრიელესი კერძი მულტფილმიდან "მზეთუნახავი და ურჩხული".
განსაკუთრებით გემრიელია საუზმეზე.
Гарнир:
Гарнир:
გარნირის ინგრედიენტები:
20
20
მლ.
ზეითუნის ზეთი
20
20
მლ.
ბალზამიკო
4
4
კბილი
ნიორი
ფერადი ჩერი პომიდორი
მარილი და პილპილი
Суфле:
Суфле:
სუფლეს ინგრედიენტები:
200
200
მლ.
რძე
65
65
გრ.
პარმეზანი
65
65
გრ.
ემენტალი
50
50
გრ.
კარაქი
4
4
კვერცხი
1
1
დაფნის ფოთოლი
1
1
მწიკვი
მუსკატი
შავი პილპილი მარცვლები
მარილი გემოვნებით
მოვამზადოთ კერამიკული ყალიბები: წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.
პომიდორი გავრეცხოთ. ჩავდოთ საცხობ ჭურჭელში. მოვასხათ ბალზამიკო, ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დავამატოთ რამდენიმე კბილი დაჭყლეტილი ნიორი. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.
ჩავასხათ ქვაბში რძე, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, რამდენიმე მარცვალი პილპილი, მივიყვანოთ ადუღებამდე, გამოვრთოთ ცეცხლი და დავაყოვნოთ 10 წუთი.
ქვაბში გავალღვოთ კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი, გადავზილოთ და ჩავასხათ გაწურული რძე. კარგად გადავურიოთ ხელის სათქვეფით. კრემისებრი მასა უნდა მივიღოთ. ავიღოთ კვერცხი. გავაცალკევოთ ცილა და გული. ფქვილიან მასაში დავამატოთ კვერცხის გულები. კარგად მოვურიოთ და ჩავყაროთ გახეხილი ყველი. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, უნდა მივიღოთ მყარი ბეზე და ნელ-ნელა გადავურიოთ საერთო მასაში.
ჩავასხათ სუფლეს ცომი ყალიბებში. ძალიან არ გავავსოთ, რადგანაც შემდეგ ცომი ამოვა.
გამოვაცხოთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი. ცხობის დროს არავითარ შემთხვევაში არ გამოაღოთ ღუმელის კარი. სუფლე გამომცხვარია როდესაც კარგად იქნება ამოსული და ოქროსფერ ქერქს გაიკეთებს.
სერვირება
მიირთვით როგორც კი გამოცხვება! გარნირად გამოიყენეთ გამომცხვარი პომიდორი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი