უგემრიელესი შოკოლადის ორცხობილები მულტფილმიდან "რაპუნცელი".
150
150
გრ.
შაქარი
100
100
გრ.
კარაქი (გამდნარი)
1
1
კვერცხი
170
170
გრ.
ფქვილი
5
5
გრ.
გამაფხვიერებელი
1
1
მწიკვი
მარილი
150
150
გრ.
შოკოლადი
ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი. დავამატოთ კვერცხი, კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. ცალკე ჯამში ავწონოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. ჩავამატოთ კვერცხიან მასაში. კარგად მოვურიოთ კოვზით და გავაერთიანოთ ცომი.
შოკოლადი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ჩავყაროთ ცომში და კარგად მოვურიოთ. დავასვენოთ მაცივარში ნახევარი საათი.
ღუმელი გავაცხელოთ 190 გრადუსამდე. საცხობ ლანგარზე დავაფინოთ პერგამენტი ან სილიკონი. მოვათავსოთ ცომის ბურთები ისე, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ შორს იყოს და ცხობის დროს არ გაერთიანდეს.
ვაცხოთ 8-10 წუთის განმავლობაში.
გადავიტანოთ ცხაურზე, რომ ბოლომდე გაგრილდეს.
How To Serve
შეგიძლიათ მიირთვათ რძესთან ერთად.
Click if you already have prepared